სიახლეები

ტუტორთა გადამზადების სემინარის პირველი მოდული

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით მწვრთნელთა განათლების პროგრამებისთვის ტუტორთა გადამზადების ახალი კურსი დაიწყო.

​სასწავლო კურსის პირველ მოდული ონლაინ რეჟიმში გაიმართა და მასში მონაწილეობას 7 სპეციალისტი იღებდა. საერთო ჯამში კურსი ექვსი მოდულისგან შედგება, მისი  მთავარი მიზანია, მსმენელები თანამედროვე მეთოდოლოგიას დაეუფლონ და ისწავლონ, როგორ გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება ახალბედა მწვრთნელებს.​

ტუტორთა ინსტიტუტი მწვრთნელთა განათლების მიმართულებით  პირველად 2018 წელს, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობითა და აქტიური მონაწილეობით  დაინერგა.