2 მარტს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 32-ე გათამაშების პირველი და მეორე ეტაპების წილისყრა გაიმართა. წილისყრაში მონაწილეობა ლიგა 4-ის ოცმა, რეგიონული ლიგისა და ლიგა 3-ის თოთხმეტ-თოთხმეტმა გუნდმა მიიღო. საქართველოს თასი პირველი ეტაპის მატჩებით 22 მარტს დაიწყება. წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მეორე ეტაპზე პირველი ეტაპის 24 გამარჯვებული ერთმანეთს დაუპირისპირდება. წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:
საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ, გამარჯვებულ 12 გუნდს კრისტალბეთ ეროვნული ლიგისა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის 20 გუნდი შეუერთდება და 2021 წლის დავით ყიფიანის სახელობის თასისთვის ბრძოლას 32 გუნდი განაგრძობს.