საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, 2021 წლის სუპერთასის ჩატარების დრო და ადგილი ცნობილია.
საქართველოს სუპერთასის შეხვედრას 21 თებერვალს თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს. 2021 წლის სეზონის პირველი მატჩი 18:00 საათზე დაიწყება. ერთმანეთს ქვეყნის ჩემპიონი, თბილისის "დინამო" და თასის მფლობელი, "გაგრა" შეხვდებიან.
Covid 19-ის პანდემიდან გამომდინარე 2021 წლის საქართველოს სუპერთასის მატჩი უმაყურებლოდ გაიმართება.