სიახლეები

ფუტსალი | საქართველო 0:4 რუსეთი

ფუტსალის ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის რუსეთის წინააღმდეგ ჩაატარა. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართული მატჩი სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით - 4:0 დასრულდა. რეალური საგოლე მომენტები ორივე გუნდის კართან მრავლად შეიქმნა, თუმცა საკუთარი შანსები უკეთ მეტოქემ გამოიყენა. გამარჯვებულთა მხრიდან დუბლი ნიაზოვმა შეასრულა​, თითო გოლი კი, რომულოსა და დავიდოვის ანგარიშზეა.

საქართველო 0:4 რუსეთი

თბილისი, ოლიმპიური სასახლე

საქართველო: კუპატაძე, შაგინია, რონინიო, თალესი, ბინიო

​სათადარიგო შემადგენლობა: ბუკია, ღავთაძე, გიორგაია, თოფურია, კეკელია, ჯვარაშვილი, სებისკვერაძე, ელისანდრო, ჩიმაკაძე

მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი

​რუსეთი: პუტილოვი, რობინიო, დავიდოვი, აფანასიევი, ჩიშკალა

სათადარიგო შემადგენლობა: ცაიდერი, რომულო, სოკოლოვი, კუძიევი, მილოვანოვი, ასადოვი, აბრამოვი, ნიაზოვი, ესკერდინია

​მთავარი მწვრთნელი: სერგეი სკოროვიჩი

​მსაჯები: იოსიპ ბარტონი (ჩრდ. მაკედონია), დონე რისტოვსკი (ჩრდ. მაკედონია), ზვიად ბლიაძე (საქართველო), გრიგოლ ბლიაძე (საქართველო)

გაფრთხილება: 14:01' ჩიშკალა, 26:16' ბინიო, 29:31' რონინიო

​გოლები: 0:1 რომულო (04:38), 0:2 ნიაზოვი (09:50), 0:3 დავიდოვი (27:03), 0:4 ნიაზოვი (32:17)

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მესამე შეხვედრას 5 მარტს გამართავს. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩვენი გუნდი სომხეთის ნაკრებს უმასპინძლებს.