სიახლეები

უჩა სოსიაშვილი პრო ლიცენზიის მფლობელი გახდა

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

წყალტუბოს ,,სამგურალის" მთავარი მწვრთნელი უჩა სოსიაშვილი მწვრთნელთა განათლების უმაღლესი საფეხურის –  PRO ლიცენზიის მფლობელი გახდა.

27 იანვარს, სამწვრთნელო პროცესის დასრულების შემდეგ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა და მწვრთნელთა განათლების პროგრამის ხელმძღვანელმა ვასილ მაისურაძემ უჩა სოსიაშვილს შესაბამისი სერთიფიკატი გადასცა.

PRO ლიცენზიისთვის სწავლება ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და 12 მოდულისგან შედგებოდა. აღნიშნულ მოდულებში შედიოდა პრაქტიკული კურსები თურქეთში, შვეიცარიაში, იტალიასა და კვიპროსში.

პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებითა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.

ვულოცავთ, უჩა სოსიაშვილს PRO ლიცენზიის მიღებას და წარმატებებს ვუსურვებთ მას სამწვრთნელო კარიერაში!