24 იანვარს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს ფუტსალის ლიგის მეორე ტურის მატჩები გაიმართება.
დღის პირველ შეხვედრაში ერთმანეთს თბილისი და პსპ დაუპირისპირდნენ. მატჩი თბილისელთა უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით, ანგარიშით - 4:2 დასრულდა. ანგარიში მე-13 წუთზე თბილისმა, ოთარ ბერეჩიკაძის, გოლით გახსნა, მე-16 წუთზე კი, პსპ-მ ლევან სვანიძის გოლით გაათანაბრა. თბილისმა პირველი ტაიმის მოგება მაინც მოახერხა, მე-19 წუთზე მეტოქის კარი ზუსტი დარტყმით ბაკურ გულუამ აიღო. მეორე ნახევარში თამაშის სცენარი არ შეცვლილა. 27-ე და 35-ე წუთებზე გატანილი გოლებით ოთარ ბერეჩიკაძემ ჰეთ-ტრიკი შეასრულა და საკუთარ გუნდს გადამწყვეტი უპირატესობა მოუპოვა. მატჩის საბოლოო ანგარიში კი, 39-ე წუთზე დაფიქსირდა. პსპ-ს სასარგებლოდ დანიშნული 10-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა ზუსტად გიორგი აფციაურმა შეასრულა.
ასევე უხვგოლიანი გამოდგა მეორე შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს კსუ და ილიაუნი შეხვდნენ. კავაკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა მეტოქე ანგარიშით - 4:1 დაამარცხა და მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. პირველ ტაიმში ლევან კობაიძის გუნდმა მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა. მე-10 წუთზე შედეგიანი დარტყმით ლუკა მანგოშვილმა გამოიჩინა თავი, მე-13 წუთზე კი, თავად ლევან კობაიძემ აიღო მეტოქის კარი. მეორე ნახევარში ილიაუნიმ ანგარიშში სხვაობა შეამცირა, 31-ე წუთზე გუნდის კაპიტანმა, ნიკა გვაზავამ გაიტანა. კსუ-მ ორბურთიანი უპირატესობა მალევე აღადგინა, 32-ე წუთზე გატანილი გოლი ლუკა ფარცვანიას ანგარიშზეა. ილიაუნის კარში მეოთხე ბურთი 34-ე წუთზე გავიდა, თავისივე წამოწყებული სწრაფი იერეში შედეგიანი დარტყმით გიორგი ღავთაძემ დაასრულა.
მეორე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს გასული სეზონის ფინალისტები თსუ და თელასი-ჯორჯიანსი დაუპირისპირდნენ. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და სამი ქულის მოპოვება ორივე გუნდს შეეძლო. საბოლოოდ მომენტები უკეთ თსუ-მ გამოიყენა და მეტოქე ანგარიშით - 2:1 დაამარცხა. ანგარიში სწრაფი გოლით გაიხსნა, მე-2 წუთზე მეტოქის კარი გიორგი ჩიმაკაძემ აიღო. თელასმა ანგარიშის გათანაბრება პირველივე ტაიმში მოახერა, მე-15 წუთზე თსუ-ს ჯანიკო გიორგაიამ გაუტანა. დავით ბობოხიძის გუნდმა გამარჯვების გოლი მატჩის მიწურულს გაიტანა, 33-ე წუთზე გიორგი ჩიმაკაძემ დუბლი შეასრულა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუპოვა.
მეორე ტურის მატჩების შემდეგ საქართველოს ფუტსალის ლიგაში სანაკრებო პაუზა გამოცხადდა. ჩემპიონატი 5 თებერვალს მესამე ტურის შეხვედრებით განახლდება, გთავაზობთ განრიგს:
ფუტსალის ლიგა | მესამე ტური
თბილისი 16:00 კსუ
ილიაუნი 18:00 თსუ
თელასი-ჯორჯიანსი 20:00 პსპ