სიახლეები

B და A ლიცენზიების მფლობელი მწვრთნელებისთვის Refresh კურსი ონლაინ რეჟიმში გაიმართა

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, უეფას მწვრთნელთა განათლების B და A ლიცენზიების მფლობელი მწვრთნელებისთვის Refresh კურსი გაიმართა. Covid 19-ის პანდემიის გამო სასწავლო მოდული ონლაინ რეჟიმში ჩატარდა 

სასწავლო პროგრამის მონაწილე მწვრთნელებმა Refresh კურსის ფარგლებში შემდეგი თემები განიხილეს: შეტევაში თამაშის ორგანიზება, ფიზიოლოგია, ანალიტიკა, მეკარის პროფილი, სათამაშო მოდელი, სავარჯიშო მეთოდოლოგია და თამაშის მეთოდოლოგია. სასწავლო პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი ტუტორები, რომლებიც თითოეულ თემას კურსების მონაწილეებთან ერთად დეტალურად განიხილავდნენ. 

საბოლოო ჯამში Refresh კურსი 28 B ლიცენზიის მფლობელმა მწვრთნელმა და 14-მა A ლიცენზიის მფლობელმა გაიარა. მათ კუთვნილი ლიცენზია 2023 წლამდე გაიხანგძლივეს.