საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება - GFF AWARDS 2020 - 29 დეკემბერს გაიმართება. პანდემიისა და ქვეყანაში არსებული რეგულაციების გათვალისწინებით, დაჯილდოება შეცვლილი ფორმატით შედგება.
2020 წლის გამორჩეულ ფეხბურთელებს, მწვრთნელებს და მსაჯებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 29 დეკემბერს 11:00 საათიდან სოციალური ქსელების საშუალებით დაასახელებს. სრული ჩამონთვალი კი ვებ-გვერდზე განთავსდება.
GFF Awards 2020-ზე საუკეთესოები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდებიან:
- 2020 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი
- 2020 წლის სეზონის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი
- 2020 წლის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი
- 2020 წლის სეზონის საუკეთესო გოლი
- 2020 წლის სეზონის ფუტსალის საუკეთესო მწვრთნელი
- 2020 წლის სეზონის ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე
- 2020 წლის სეზონის საქართველოს ქალთა საუკეთესო მწვრთნელი
- 2020 წლის სეზონის საუკეთესო მსაჯი
ტრადიციულად, სპეციალური ჯილდო გადაეცემათ საფეხბურთო მოღვაწეებს ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
GFF Awards 2020-ზე სპეციალური ჯილდო ასევე გადაეცემა მასობრივი ფეხბურთის აქტივობით გამორჩეულ ადამიანს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით 2020 წლის საუკეთესო გოლი ღია გამოკითხვით გამოვლინდება. გულშემატკივარს საუკეთესო გოლის არჩევა აღნიშნულ ბმულზე შეუძლია.
მიმდინარე წელს ტრადიციულად კრისტალბეთ ეროვნული ლიგისა და კრისტალბეთ ლიგა 2-ის საუკეთესოები გამოვლინდებიან. 2020 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის დაჯილდოება, ასევე ონლაინ რეჟიმში, 28 დეკემბერს გაიმართება. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
2020 წლის რჩეულების გამოსავლენად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს ეროვნული ლიგის 10-ვე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა და 11-მა ფეხბურთელმა, ფუტსალისა და ქალთა ლიგების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა, ასევე საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა, სპოტული მედიის წარმომადგენლებმა და ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელებმა.