სიახლეები

უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის მესამე მოდული ონლაინ რეჟიმში გაიმართა

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის ორი კურსის მესამე მოდულის სწავლება გაიმართა.

Covid 19-ის ეპიდემიის გათვალისწინებით, სასწავლო კურსი ნაწილი ონლაინ რეჟიმში გაიმართა და მოიცავდა როგორც ჯგუფურს სამუშაოებს, ასევე ინტერაქციას და რეალობაზე დაფუძნებულ სწავლებას.

მესამე მოდულის ძირითადი თემები სტაბილიზაცია, კოორდინაცია, სავარჯიშო მეთოდოლოგია და ვარჯიში მოდელის მიხედვით (U12) გახლდათ​.

უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის აღნიშნულ კურსებზე 50-მდე ლიცენზიის მაძიებელი ირიცხხება. სასწავლო და საგამოცდო მოდულების წარმატებით დასრულების შემთხვევაში თითოეული მათგანი საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია მიიღებს.