სიახლეები

ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასაკობრივ ნაკრებთა მეტოქეები ცნობილია

ასაკობრივი ნაკრებები
გაუზიარე

9 დეკემბერს, ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის 17 და 19-წლამდე ნაკრებთა საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. საქართველოს 17-წლამდე ნაკრები მეოთხე ჯგუფში ითამაშებს. ჩვენი გუნდი უნგრეთის, ისლანდიისა და ესტონეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება. ელიტ-რაუნდის საგზურს ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასული ნაკრებები და 13 ჯგუფში ოთხი საუკეთესო მესამე ადგილოსანი მიიღებს.

საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 2021 წლის 1 ივლისიდან 16 ნოემბრის შუალედში  ჩატარდება. ჩვენი ჯგუფის კალენდარი და შეხვედრების მასპინძელი ქვეყანა მოგვიანებით გაირკვევა.  ევროპის 17-წლამდე ნაკრებთა 21-ე ჩემპიონატი, 2022 წლის მაისში ისრაელში გაიმართება.

საქართველოს 19-წლამდე საფეხბურთო ნაკრები მეათე ჯგუფში ნორვეგიას, უელსს და კოსოვოს შეხვდება. მატჩების გამართვის სამი სავარაუდო თარიღი განიხილება: 2021 წლის 30 აგვისტო - 7 სექტემბერი, 4-12 ოქტომბერი, 8-16 ნოემბერი. ჩვენი ჯგუფის კალენდარი და შეხვედრების მასპინძელი ქვეყანა მოგვიანებით გახდება ცნობილი ელიტ-რაუნდის საგზურს ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასული ნაკრებები და 13 ჯგუფში ერთი საუკეთესო მესამე ადგილოსანი მიიღებს.

19 წლამდე ნაკრებთა ევროპის 21-ე ჩემპიონატი, 2022 წლის ზაფხულში სლოვაკეთში შედგება.