სიახლეები

მოყვარულთა თასი 2020-ის გამარჯვებული ფოთის ჭაბონამა გახდა

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

6 დეკემბერს, სფფ-ის ფოთის საფეხბურთო ცენტრის მოედანზე  საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთობლივი პროექტის, „მოყვარულთა თასის“ 2020 წლის გათამაშების ფინალი გაიმართა. გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს დასავლეთ საქართველოს 2020წლის საუკეთესო გუნდი, ფოთის „ჭაბონამა“ და აღმოსავლეთ საქართველოს საუკეთესო გუნდი, თბილისის „უქიმერიონი“ დაუპირისპირდნენ. აღსანიშნავია, რომ ფინალურ შეხვედრაში აღნიშნული გუნდები ზედიზედ მესამედ შეხვდნენ ერთმანეთს.

გულშემატკივარმა დრამატული მატჩი იხილა, ძირითადი და დამატებითი დროები ფრედ 1:1 დასრულდა.„ჭაბონამას“ მხრიდან გატანილი გოლი ირაკლი ლეჟავას ანგარიშზეა, "უქიმერიონის" შემადგენლობიდან კი, ლაშა ჯოხაძის. საბოლოოდ 2020 წლის საუკეთესო სამოყვარულო ფეხბურთის გუნდი პენალტების სერიით გამოვლინდა, რომელიც უკეთ ფოთელებმა შეასრულეს, მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხეს  და „მოყვარულთა თასის“ გამარჯვებული მესამედ გახდნენ.

„მოყვარულთა თასი“ უკვე მეხუთე წელია იმართება წლევანდელი გათამაშება მსოფლიოში მიმდინარე კოვიდ 19-ის პანდემიის გამო განახლებული ფორმატით გაიმართა და მასში მონაწილეობა აჭარის გარდა საქართველოს ყველა რეგიონის წარმომადგენელმა მიიღო.