საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით შეხვედრაში ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდა. მიხეილ მესხის სტადიონზე გამართული შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით - 3:0 დასრულდა. გამარჯვებულთა მხრიდან დუბლი სოფია კრაისუმოვიჩმა შეასრულა, ერთი გოლი კი, მარია დამიანოვიჩის ანგარიშზეა.
საქართველო 0:3 ბოსნია-ჰერცეგოვინა
თბილისი, მიხეილ მესხი
საქართველო: გაბუნია, სუთიძე, დანელია, ტატუაშვილი, ქადაგიშვილი, თოდაძე (76' კახნიაშვილი), მატვეევა (77' ბებია), პასიკაშვილი, ჩემინავა, ჭყონია (90' ბოლქვაძე), ბაქრაძე
სათადარიგო შემადგენლობა: გაბელაია, სუხაშვილი, ძაძუა, ეჯიბია, ეპიტაშვილი, ჯოჯუა, მწყერაშვილი, შენგელია, წოწერია
მთავარი მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე
ბოსნია-ჰერცეგოვინა: ე. ჰასაბეგოვიჩი, კრსო, ვუიადინი, მ. ჰასანბეგოვიჩი, ბეკტასი, ალეკსიჩი, მილინკოვიჩი (84' ველაგიჩი), კაპეტანოვიჩი (56' მედიჩი), სპასოევიჩი (56' იელჩიჩი), კრაისუმოვიჩი (78' კამერიჩი), დამიანოვიჩი (78' საკოტიჩი)
სათადარიგო შემადგენლობა: ფაკოვიჩი, ჰამზიჩი, დიაკოვიჩი, გაცანიცა, გრებენარი, ჰარაციჩი, ტასლიძა
მთავარი მწვრთნელი: სამირა ჰურენი
მსაჯები: ელვირა ნურმუსტაფინა (ყაზახეთი), ელენა ალისტრატოვა (ყაზახეთი), ნარგის მაგაუ (ყაზახეთი), იუსტინა ლავრენოვაიტე (ლიეტუვა)
გაფრთხილება: ვუიადინი (17), ჭყონია (87)
გოლები: 0:1 დამიანოვიჩი (22), 0:2 კრაისუმოვიჩი (64), 0:3 კრაისუმოვიჩი (77)
ბოსნია-ჰერცეგოვინას წინააღმდეგ გამართული მატჩით საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპი დაასრულა. შეგახსენებთ, რომ ლევან ბაჯელიძის გუნდი B ჯგუფში დანიის, იტალიის, ბოსნია-ჰერცეგოვინას, მალტას და ისრაელის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობდა.