საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეათე შეხვედრას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს. 1 დეკემბერს, 15:00 საათზე ლევან ბაჯელიძის გუნდი ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება.
შესარჩევი ეტაპისა და წლის ბოლო შეხვედრისთვის საქართველოს ნაკრები 28 ფეხბურთელის შემადგენლობით ემზადება. დისკვალიფიკაციის შემდეგ ეროვნულ ნაკრებს გუნდის ერთ-ერთი გამოცდილი მოთამაშე ნინო პასიკაშვილი დაუბრუნდა. ბოსნია-ჰერცეგოვინის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში ასევე მიიღებენ მონაწილეობას ტატა მატვეევა და თამარ ტატუაშვილი, რომლებმაც მალტასთან შეხვედრა გამოტოვეს.
საქართველოს ნაკრებმა მატჩამდე ბოლო ვარჯიში ტექნიკურ ცენტრ ბასაზე გამართა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: თეონა სუხაშვილი (ფატიჰ ვატან სპორი, თურქეთი), თათია გაბუნია (ლანჩხუთი), სვეტლანა გაბელაია (გორი იუნაიტედი), თეკლე გულორდავა (კვარტალი, თბილისი)
მცველები: ნინო სუთიძე (კვარტალი, თბილისი), გვანცა ქადაგიშვილი (კვარტალი, თბილისი), ანა ჯოჯუა (კვარტალი, თბილისი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), მეგი ეჯიბია (კვარტალი, თბილისი), ნათია სხირტლაძე (ნიკე, თბილისი), ანი ძაძუა (კვარტალი, თბილისი),თამარ ტატუაშვილი (ნიკე, თბილისი)
ნახევარმცველები: ნინო პასიკაშვილი (კვარტალი, თბილისი), ანასტასია ბოლქვაძე (კვარტალი, თბილისი) თამთა შენგელია (მართვე, ქუთაისი), თეონა თოდაძე (ლანჩხუთი), თეონა ბაქრაძე (ნიკე, თბილისი), ელენე კახნიაშვილი (ნორჩი დინამო, თბილისი), ნათია დანელია (კვარტალი, თბილისი), ტატა მატვეევა (ნიკე,თბილისი)ანა კულდონაშვილი (დინამო, სოხუმი), თამარ ეპიტაშვილი (გორი იუნაიტედი), ანა ჩემინავა (ჟალგირისი, ლიეტუვა)
თავდამსხმელები: ნათელა წოწერია (ლანჩხუთი), ლიზი მწყერაშვილი (ნიკე, თბილისი), მაიკო ბებია (ნიკე, თბილისი), ლელა ჭიჭინაძე (ნიკე, თბილისი), ხატია ჭყონია (ლანჩხუთი)
ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეათე შეხვედრა საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას შორის მაყურებლის გარეშე შედგება.
შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის YouTube არხზე იხილავთ.