სიახლეები

B და A ლიცენზიის მქონე მწვრთნელებისთვის Refresh კურსზე რეგისტრაცია განახლდა

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტი უეფას მწვრთნელთა განათლების B და A ლიცენზიის მქონე მწვრთნელებისთვის Refresh კურს გეგმავს.

საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობის მსურველ მწვრთნელებს გთხოვთ დარეგისტრირდეთ მითითებულ ბმულზე მიმდინარე წლის 10 დეკემბრის ჩათვლით.

უეფას მწვრთნელთა განათლების B და A ლიცენზიების Refresh კურსზე რეგისტრაცია შეუძლია ყველა მწვრთნელს, რომლის ლიცენზიას ვადა გაუვიდა ან მოქმედების ვადა 2020 წლის ბოლომდე ეწურება და მონაწილეობა არ მიუღია მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში გამართულ Refresh კურსზე.

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით სასწავლო პროცესი ონლაინ რეჟიმში გაიმართება. 

დამატებით ინფორმაციას კანდიდატები რეგისტრაციისას მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ.