სიახლეები

საქართველო 0:4 მალტა

ქალთა ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეცხრე ტურის მატჩი მალტის წინააღმდეგ თბილისში გამართა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული დაპირისპირება სტუმართა უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით ანგარიშით - 4:0 დასრულდა. გამარჯვებულთა მხრიდან ორ-ორი გოლი შონა ზამიტმა და ჰალი ბუგეიამ გაიტანეს.

​საქართველო 0:4 მალტა

თბილისი, მიხეილ მესხი

საქართველო: გაბუნია, ქადაგიშვილი, სუთიძე, ჯოჯუა, ჩხარტიშვილი, ბაქრაძე (60' ბოლქვაძე), დანელია (71' კახნიაშვილი), თოდაძე (79' ბებია), ჩემინავა (79' ეპიტაშვილი), ჭიჭინაძე, ჭყონია

​სათადარიგო შემადგენლობა: სუხაშვილი, გაბელაია, ძაძუა, ეჯიბია, კულდონაშვილი, მწყერაშვილი, შენგელია, წოწერია

​მთავარი მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე

​მალტა:
ჯ. ჩუერები, სულთანა, ლიპმანი (60' ფლასკი), ს. ზამიტი, ს. ფარუჯა, კუშერი (46' მ. ფარუჯა), თეუმა (64' მ. ბორგი), კ. ზამიტი (76' ჩეტსუტი), სკიბერასი, ბ. ბორგი, ბუგეია (64' კარაბოტი)

სათადარიგო შემადგენლობა: ატარდი, ებეიერი, ლუსია, მიფსუდი, საიდი, კ. ჩუერები, ე. ჩუერები

​მთავარი მწვრთნელი: მარკ ენტონი გატი

​მსაჯები: სიმონა ჯილსეტა (შვეიცარია), კატალინა ტოროკი (უნგრეთი), ანიტა ვადი (უნგრეთი), რეკა მოლნარი (უნგრეთი)

გაფრთხილება: 54' ს. ფარუჯა (54), დანელია (70)

​გოლები: 0:1 ს. ზამიტი (34), 0:2 ბუგეია (44), 0:3 ს. ზამიტი (52), 0:4 ბუგეია (58)

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-10, დასკვნით შეხვედრას, კვლავ თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 1 დეკემბერს ბოსნია-ჰერცეგოვინას წინააღმდეგ გამართავს. 

მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ!

​საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით შეხვედრაზე დასწრების მსურველმა მედია ორგანიზაციებმა გთხოვთ ისარგებლოთ ბმულით. აკრედიტაციის მოთხოვნა შესაძლებელია 30 ნოემბრის ჩათვლით. 

აღნიშნულ შეხვედრაზე სხვა თამაშების მსგავსად, მედიის წარმომადგენელთათვის უეფას მიერ შემუშავებული რეგულაციების შესაბამისი შეზღუდვები იმოქმედებს. საქართველო - ბოსნია-ჰერცეგოვინას მატჩზე მედიის წარმომადგენელთა შეზღუდული რაოდენობა დაიშვება.

შენიშვნა: ფაილის ასატვირთ ველში, განათავსეთ თქვენი ორგანიზაციის ოფიციალური წერილი აკრედიტაციის მოთხოვნის შესახებ.​