სიახლეები

ევრო2022 | საკვალიფიკაციო ეტაპის მეცხრე მატჩი თბილისში

ქალთა ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. შესარჩევი ეტაპის მეცხრე შეხვედრას ლევან ბაჯელიძის გუნდი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს. 26 ნოემბერს, 15:00 საათზე საქართველო მალტას დაუპირისპირდება. ამ გუნდებს შორის პირველი შეხვედრა მალტამ საკუთარ მოედანზე 2:1 მოიგო. უახლოესი ორი შეხვედრისთვის ჩვენი გუნდი 26 ფეხბურთელის შემადგენლობით ემზადება. მალტასთან თამაშის შემდეგ, 1 დეკემბერს საქართველოს ნაკრები ბოსნია-ჰერცეგოვინას წინააღმდეგ კვლავ საკუთარ მოედანზე ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ დისკვალიფიკაციის გამო, მალტასთან შეხვედრას ნინო პასიკაშვილი გამოტოვებს.

მალტასთან მატჩამდე ბოლო ვარჯიში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ტექნიკურ ცენტრ ბასაზე გამართა.

საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: თეონა სუხაშვილი (ფატიჰ ვატან სპორი, თურქეთი), თათია გაბუნია (ლანჩხუთი), სვეტლანა გაბელაია (გორი იუნაიტედი), თეკლე გულორდავა (კვარტალი, თბილისი)

მცველები: ნინო სუთიძე (კვარტალი, თბილისი), გვანცა ქადაგიშვილი (კვარტალი, თბილისი), ანა ჯოჯუა (კვარტალი, თბილისი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), მეგი ეჯიბია (კვარტალი, თბილისი), ნათია სხირტლაძე (ნიკე, თბილისი), ანი ძაძუა (კვარტალი, თბილისი)

ნახევარმცველები: ანასტასია ბოლქვაძე (კვარტალი, თბილისი) თამთა შენგელია (მართვე, ქუთაისი), თეონა თოდაძე (ლანჩხუთი), თეონა ბაქრაძე (ნიკე, თბილისი), ელენე კახნიაშვილი (ნორჩი დინამო, თბილისი), ნათია დანელია (კვარტალი, თბილისი), ტატა მატვეევა (ნიკე, თბილისი), ანა კულდონაშვილი (დინამო, სოხუმი), თამარ ეპიტაშვილი (გორი იუნაიტედი), ანა ჩემინავა (ჟალგირისი, ლიეტუვა)

თავდამსხმელები: ნათელა წოწერია (ლანჩხუთი), ლიზი მწყერაშვილი (ნიკე, თბილისი), მაიკო ბებია (ნიკე, თბილისი), ლელა ჭიჭინაძე (ნიკე, თბილისი), ხატია ჭყონია (ლანჩხუთი)

ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეცხრე შეხვედრა საქართველოსა და მალტას შორის უეფას რეგულაციების თანახმად  მაყურებლის გარეშე შედგება.

მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი ონლაინ პლატფორმებზე და პირველი არხი/ტელესკოლის პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.