დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 2020 წლის სეზონის ფინალური შეხვედრა, რომელიც 25 ნოემბერს გორში უნდა გამართულიყო, ფინალის მონაწილე ერთ-ერთი გუნდის წევრთა უმრავლესობის კორონა ვირუსით ინფიცირების გამო, მატჩის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, გადაიდო.
მატჩი 4 დეკემბერს, 16:00 საათზე კვლავ გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საქართველოს თასის ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენლები - წყალტუბოს "სამგურალი" და გაგრა დაუპირისპირდებიან.