სიახლეები

საქართველო - ესტონეთი | 17 ნოემბრის განრიგი

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩისთვის ემზადება. სომხეთთან ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, ვლადიმირ ვაისმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ოფიციალურად დატოვა. წლის ბოლო შეხვედრაში ეროვნულ გუნდს ახალგაზრდა სპეციალისტი რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს, რომელიც 19-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელია.

რამაზ სვანაძის ხელმძღვანელობით ეროვნულმა ნაკრებმა ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე დღეს აღდგენითი ვარჯიში გამართა. ესტონეთთან მატჩამდე ბოლო ვარჯიშს საქართველოს ნაკრები კვლავ თბილისის ზღვის ბაზაზე ჩაატარებს.

17 ნოემბრის განრიგი

14:00 - რამაზ სვანაძის პრესკონფერენცია - სასტუმრო ჰუალინგი
17:15 - კარელ ვულაიდის პრესკონფერენცია - დინამო არენა
18:00 - ესტონეთის ნაკრების ვარჯიში - დინამო არენა
19:00 - საქართველოს ნაკრების ვარჯიში - ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზა

17 ნოემბერს დაგეგმილ ორივე ნაკრების სავარჯიშო პროცესს, საწყისი 15 წუთის განმავლობაში დაესწრებიან მხოლოდ აკრედიტებული მედიის წარმომადგენლები. უეფას რეგულაციების თანახმად, მათი რაოდენობა შეზღუდულია.

17 ნოემბერს მატჩზე აკრედიტირებულ მედიის წარმომადგენლებს შეხვედრის დასრულების შემდეგ ქალაქში გადაადგილების უფლება საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით ეძლევათ. მათ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ბექა მიქელთაძე (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი)

საქართველოსა და ესტონეთის საფეხბურთო ნაკრებთა დაპირისპირება 18 ნოემბერს, 21:00 საათზე, დინამო არენაზე გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.