სიახლეები

საქართველოს თასის ფინალი გორში გაიმართება

სფფ
გაუზიარე

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2020 წლის სეზონის ფინალურ შეხვედრას გორი უმასპინძლებს.

თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენლები - წყალტუბოს "სამგურალი" და "გაგრა" დაუპირისპირდებიან.

​2020 წლის საქართველოს თასის ფინალური შეხვედრა 25 ნოემბერს 17:00 საათზე გაიმართება.