სიახლეები

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან ისტორიული და ერთა ლიგის გათამაშების დასკვნითი ორი მატჩისთვის მზადება დაიწყო. ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით საწვრთნელი პროცესის პირველ დღეს საქართველოს ნაკრები არასრული შემადგენლობით შეიკრიბა. ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე გამართული ვარჯიშის პარალელურად, საწვრთნელ პროცესში რამდენიმე ფეხბურთელი ინვიდუალური პროგრამით ჩაერთო.

ნოემბრის მატჩებისთვის გამოძახებული შემადგენლობიდან თბილისში უკვე 22 ფეხბურთელი იმყოფება. კიდევ შვიდი ფეხბურთელი, რომლებმაც საკლუბო მატჩები კვირას გამართეს - გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი) დედაქალაქში უახლოეს საათებში ჩამოვლენ და საქართველოს ნაკრებს 10 ნოემბრიდან შეუერთდებიან.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ჩრდილოეთ მაკედონიის, სომხეთისა და ესტონეთის წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, თურქეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ბექა მიქელთაძე (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი)

მატჩების განრიგი

12 ნოემბერი, 21:00 საათი: თბილისი, დინამო არენა საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონია
15 ნოემბერი, 21:00 საათი: თბილისი, დინამო არენა საქართველო - სომხეთი
18 ნოემბერი, 21:00 საათი: თბილისი, დინამო არენა საქართველო - ესტონეთი