სიახლეები

აკრედიტაციები ნოემბრის მატჩებზე

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მიმდინარე წლის ნოემბერში სამ ოფიციალურ შეხვედრას გამართავს. 12 ნოემბერს საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის, ევროპის ჩემპიონატის საგზურის მფლობელის ვინაობა გაირკვევა. 15 და 18 ნოემბერს კი, უეფას ერთა ლიგის მეხუთე და მეექვსე ტურის მატჩებს საქართველო სომხეთისა და ესტონეთის წინააღმდეგ ჩაატარებს. სამივე შეხვედრა თბილისში, დინამო არენაზე შედგება. 

მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: კოვიდ19-ის პანდეემიდან გამომდინარე, აღნიშნულ მატჩებზე უეფას მიერ შემუშავებული რეგულაციების შესაბამისი შეზღუდვები მოქმედებს. სამივე მატჩს მედიის წარმომადგენელთა მხოლოდ შეზღუდული რაოდენობა დაესწრება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, 12 ნოემბრის საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩზე აკრედიტაციის მოთხოვნა შეგიძლიათ მხოლოდ 9 ნოემბრის ჩათვლით, ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] / [email protected]

მედია ორგანიზაციამ ოფიციალურ წერილში უნდა მიუთითოს აკრედიტაციის მიღების მსურველი პიროვნების სახელი, გვარი, პოზიცია და საკონტაქტო ინფორმაცია.

აკრედიტაციის შესახებ ინფორმაციას სფფ-ის მედია დეპარტამენტი 10 ნოემბერს შეგატყობინებთ.

რაც შეეხება ერთა ლიგის მეხუთე ტურის საქართველო - სომხეთისა და მეექვსე ტურის საქართველო - ესტონეთის მატჩების აკრედიტაციას, 15 და 18 ნოემბერის შეხვედრებზე მოთხოვნა შეავსეთ აღნიშნულ ბმულზე 12 ნოემბრის ჩათვლით.

შეგახსენებთ, რომ უეფას მიერ შემუშავებული პროტოკოლის თანახმად, შენარჩუნებულია დისტანციის დაცვის წესი როგორც მედია ტრიბუნაზე, ისე საპრესკონფერენციო დარბაზში. უეფას გადაწყვეტილებით, გაუქმებულია ე.წ. შერეული ზონა (Mixed Zone), სადაც თამაშის დასრულების შემდეგ ფეხბურთელებთან ინტერვიუების ჩაწერა ხდებოდა.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სფფ-ის პრესსამსახურს.