სიახლეები

ლანჩხუთი ქალთა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს

ქალთა ფეხბურთი
გაუზიარე

საქართველოს ქალთა ლიგის 2019 წლის ჩემპიონმა საფეხბურთო კლუბმა "ლანჩხუთმა" უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო. შესარჩევი რაუნდის პირველ ეტაპზე ლანჩხუთელები სტუმრად ყაზახურ "ოქჟეტპესს" დაუპირისპირდნენ და მეტოქე ანგარიშით - 2:1 დაამარცხეს. 

ანგარიში მეხუთე წუთზე მასპინძლებმა გახსნეს, თათია გაბუნიას კარში გოლი ბიბიგულ ნურუშევამ გაიტანა. პირველ ნახევარში ანგარიში აღარ შეცვლილა. "ლანჩხუთმა" ანგარიშის გათანაბრება 65-ე ხატია ჭყონიას გოლით შეძლო. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ - 1:1 დასრულდა. საქართველოს ჩემპიონმა შემდეგ ეტაპზე ასპარეზობის უფლება დამატებით დროში მოიპოვა, 95-ე წუთზე ხატია ჭყონიამ მეორე გოლი გაიტანა და დუბლის ავტორი გახდა.

ამ გამარჯვებით ქალთა საფეხბურთო კლუბი "ლანჩხუთი" ქართული ფეხბურთის ისტორიაში გახდა პირველი გუნდი, რომელმაც უეფას საკლუბო ტურნირის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვა. ლანჩხუთელები უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას 18/19 ნოემბერს ჩაატარებენ. შეხვედრის თარიღი და მეტოქე 6 ნოემბერს გასამართ წილისყრაზე გაირკვევა.

ოქჟეტპესი 1:2 ლანჩხუთი

შიმკენტი, კაჟიმუკან მუნაიტპასოვი

ოქჟეტპესი: ისმაილოვა, ხოჯაშევა, აიტიმოვა, კოზიევა, ვლასოვა, ნურუშევა, კირგიზბაევა, მუტალიევა, ვილდანოვა, ტურლიბეკოვა, ბეკპენბეტოვა

სათადარიგო შემადგენლობა: ორაზბეკოვა, აიტმუხანოვა, კოჟახმეტი, კუზტაი, არუოვა, სადიკოვა, პროხოროვა, კუბესოვა

მთავარი მწვრთნელი: აიტპაი ჯამანტაიევი

ლანჩხუთი: გაბუნია, გუჯაბიძე, ჩხარტიშვილი, კალანდაძე, ალელიშვილი, გასვიანი, დანელია (119' კახიძე), თოდაძე, ხაბურძანია, დიმოპულუ (89' ნარსია), ჭყონია

სათადარიგო შემადგენლობა: მჟავია, გობრონიძე, გოგეშვილი

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჩხაიძე

მსაჯები: ჯანსუ თრიაქი (თურქეთი), სედეფ აკტანი (თურქეთი), მურვეტ იავურზთურქი (თურქეთი), ნესლიჰან მურათდაგი (თურქეთი)

გაფრთხილება: ვლასოვა (72)

გოლები: 1:0 ნურუშევა (5), 1:1 ჭყონია (62), 1:2 ჭყონია (95)

ქალთა საფეხბურთო კლუბი "ლანჩხუთი" საქართველოს ჩემპიონი 2019 წელს გახდა. ლანჩხუთელებმა 18 შეხვედრაში 51 ქულა დააგროვეს და უშუალო კონკურენტ თბილისის "ნიკეს" ურთიერთშეხვედრების ხარჯზე აჯობეს. 2020 წლის ქალთა ლიგის გათამაშება კი, "ლანჩხუთმა" 34 ქულით მეორე ადგილზე დაასრულა.