საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის მეოთხე მოდული გაიმართა.
Covid 19-ის პანდემიის გათვალისწინებით, სასწავლო კურსის მეოთხე მოდული ონლაინ რეჟიმში ჩატარდა. აღნიშნული მოდულის ძირითადი თემები სამწვრთნელო მეთოდოლოგია, ლიდერობა, ფიზიოლოგია, თავდაცვა და შეტევის მომზადება გახლდათ.
უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის აღნიშნულ კურსზე ამ ეტაპზე 20 ლიცენზიის მაძიებელი ირიცხება. სასწავლო მოდულების დასრულების შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში თითოეული მათგანი საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია მიიღებს.