29 ოქტომბერს, უეფას ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩები გაიმართება. ზაპოროჟიაში ადგილობრივი "ზორია" პორტუგალიურ "ბრაგას" დაუპირისპირდება. აღნიშნულ შეხვედრას ქართველი მსაჯები მოემსახურებიან. მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იქნება. მას ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია გაუწევენ, მეოთხე მსაჯი კი, გიორგი ვადაჭკორია იქნება.
"ზორია" - "ბრაგას" შეხვედრა გიორგი ყრუაშვილისთვის უეფას ევროპა ლიგის ეგიდით გამართული მესამე შეხვედრა იქნება, რომელსაც ქართულ სამსაჯო ბრიგასთან ერთად მოემსახურება. ქართველმა არბიტრმა გასულ სეზონში "ლუგანო" - "მალმიოს" და "როსენბორგი" - "ლასკის" მატჩები განსაჯა.