სიახლეები

აკრედიტაცია საქართველო - ისრაელის მატჩზე

ქალთა ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვე შეხვედრაში საკუთარ მოედანზე ისრაელის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 27 ოქტომბერს 15:00 საათზე გაიმართება.

​საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაზე დასწრების მსურველმა მედია ორგანიზაციებმა გთხოვთ ისარგებლოთ ბმულით. აკრედიტაციის მოთხოვნა შესაძლებელია 26 ოქტომბრის ჩათვლით. 

აღნიშნულ შეხვედრაზე სხვა თამაშების მსგავსად, მედიის წარმომადგენელთათვის უეფას მიერ შემუშავებული რეგულაციების შესაბამისი შეზღუდვები იმოქმედებს. საქართველო - ისრაელის მატჩზე მედიის წარმომადგენელთა შეზღუდული რაოდენობა დაიშვება.

შენიშვნა: ფაილის ასატვირთ ველში, განათავსეთ თქვენი ორგანიზაციის ოფიციალური წერილი აკრედიტაციის მოთხოვნის შესახებ.