სიახლეები

თბილისის ნიკე ქალთა ლიგის ჩემპიონია

ჩემპიონატის სიახლეები
გაუზიარე

20 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ქალთა ლიგის მეცამეტე ტურის მატჩები გაიმართა.

ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრის მოედანზე 2020 წლის გამარჯვებულმა თბილისის "ნიკემ" ქალთა საფეხბურთო კლუბ "ბათუმს" უმასპინძლა. მატჩი თბილისელთა სრული უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით, ანგარიშით - 16:1 დასრულდა. მოპოვებული გამარჯვებით "ნიკემ" 39 ქულა დააგროვა და ქალთა ლიგის 2020 წლის სეზონი ერთპიროვნულად მოიგო. თბილისურმა კლუბმა ჩემპიონატის ეგიდით გამართული ცამეტივე შეხვედრაში გაიმარჯვა, მეტოქის კარში 117 გოლი გაიტანა და საკუთარ კარში მხოლოდ 5 მიიღო.

"ნიკე" - "ბათუმის" დაპირისპირების დასრულების შემდეგ დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. 2020 წლის ჩემპიონებს კუთვნილი თასი და მედლები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა გადასცა.

თბილისის "ნიკე" ჩემპიონის რანგში საქართველოს უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგის 2021-22 წლების სეზონში წარმოადგენს.

ქალთა ლიგის მეცამეტე ტურის სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:

ნორჩი დინამო 6:2 დინამო სოხუმი
თუშეთი 0:1 ზარზმა
კოლხეთი ხობი 4:0 მცხეთა
ლანჩხუთი 7:1 გორი იუნაიტედი
მართვე 11:2 ივერია

2021 წლიდან საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ქალთა ლიგა განსხვავებული ფორმატით გაიმართება. გათამაშება 2020 წლის სეზონის რვა საუკეთესო ქალთა საფეხბურთო გუნდით დაკომპლექტდება.