სიახლეები

უეფას მწვრთნელთა განათლების ფუტსალის B ლიცენზიის კურსის მეხუთე მოდული

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით უეფას მწვრთნელთა განათლების ფუტსალის B ლიცენზიის მეხუთე მოდული გაიმართა.

უეფას მწვრთნელთა კონვენციის შესაბამისად სწავლება როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს მოიცავდა. Covid 19-ის ეპიდემიის გათვალისწინებით, სასწავლო კურსის თეორიული ნაწილი ონლაინ რეჟიმში გაიმართა. პრაქტიკულ ნაწილში კი, მონაწილეები ღია ცის ქვეშ ყველა არსებული რეგულაციის დაცვით ჩაერთნენ.

მეხუთე მოდულის ძირითადი თემები თამაშის წესები და ფსიქოლოგია გახლდათ. საგანმანათლებლო პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული უეფას ექსპერტები მიჩო მარტიჩი და დუშან მატიჩი.

შეგახსენებთ, რომ უეფას მწვრთნელთა განათლების ფუტსალის B ლინცეზიის კურსი საქართველოში პირველად იმართება და ის 6 მოდულისგან შედგება. ამ ეტაპზე სასწავლო პროცესში მონაწილეობას 15 ლიცენზიის მაძიებელი იღებს.