საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტული ღონისძიებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ნაკაიძე უეფა-ს დელეგატის სტატუსით უეფას ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლის სეზონის ჯგუფური ეტაპის მატჩზე იმყოფება.
პირველი ტურის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრა პარი სენ-ჟერმენსა და მანჩესტერ იუნაიტედს შორის საფრანგეთში, ქალაქ პარიზში, პარკ დე პრენსის სტადიონზე 20 ოქტომბერს, 23:00 საათზე გაიმართება.
სფფ-ის წარმომადგენელი უკვე მრავალი წელია უეფას დელეგატად მუშაობს ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიერ გამართულ მატჩებზე. ირაკლი ნაკაიძემ დელეგატის რანგში, ჩემპიონთა ლიგის გასულ სეზონში "ბარსელონა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ მეოთხედფინალურ მატჩზე იმუშავა.