საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მეოთხე ტურის მასპინძელ სტადიონზე 13 ოქტომბერს ივარჯიშა. სკოპიეს ტოდორ პროესკის სახელობის სტადიონზე საწვრთნელი პროცესი ერთი საათი გაგრძელდა. მატჩამდე 24 საათით ადრე ჩვენმა გუნდმა 23 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. სომხეთთან მატჩის შემდეგ ეროვნულ ნაკრებს კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა. ჩრდილოეთ მაკედონიასთან დაგეგმილ შეხვედრას თორნიკე ოქრიაშვილი მცირე ტრავმის გამო გამოტოვებს. ყვითელი ბარათების გამო განაცხადში არ იქნება აგრეთვე გუნდის კაპიტანი ჯაბა კანკავა.
საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე ვლადიმირ ვაისმა და გიორგი ქვილითაიამ ადგილობრივი მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს პრესკონფერენციაზე უპასუხეს.
? ვლადიმირ ვაისი: "ჩრდილოეთ მაკედონია ერთი თვის შემდეგ ჩვენი მეტოქე იქნება, მათ კოსოვო დაამარცხეს. მოწინააღმდეგეს კარგად ვიცნობთ, რადგან ჯგუფში ერთხელ უკვე ვითამაშეთ. სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებით, ხვალ მნიშნველოვანი შევედრა გველოდება. გამარჯვებული ჯგუფის ლიდერი ხდება, დამარცხებულმა კი, შესაძლოა, მეორე ან მესამე პოზიციაზე გადაინაცვლოს.
ორივე გუნდს რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დააკლდება, ასეთ სიტუაციაში კი სხვა მოთამაშეებს მიეცემათ შანსი. რა სისტემითაც არ უნდა ითამაშოს მეტოქემ, ჩვენ ნებისმიერი ტაქტიკისთვის მზად ვართ.
რთულია დღეს საუბარი ერთი თვის შემდეგ დაგეგმილ თამაშზე, რადგან დღეს მსოფლიოს მთავარ საფრთხეს კორონავირუსი წარმოადგენს, ამიტომ აუცილებელია უსაფრთხოების დაცვა.
ჩვენი ბოლო მატჩის მსგავსად სომხეთთან, ჩრდილოეთ მაკედონიამაც წინა შეხვედრაში ესტონეთთან ცხრა ფეხბურთელი შეცვალა. გუნდი ორი ბურთით აგებდა, თუმცა საბოლოოდ შეხვედრა ფრედ დასრულდა. ეს ნიშნავს, რომ გუნდს კარგი შეტევის ხაზი აქვს. რამდენიმე მოთამაშის არ ყოფნის მიუხედავად, ჩვენი მიზანი წარმატების მიღწევაა."
? გიორგი ქვილითაია: რთული მატჩი იქნება. ჩრდილოეთ მაკედონიასთან ველოდებით ისეთ თამაშს, როგორიც თბილისში გვქონდა. აქ მომდევნო თამაშისთვის მოსამზადებლად არ ჩამოვსულვართ. თუ ხვალ სამ ქულას მოვიპოვებთ, ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ჯგუფში გამარჯვებისთვის.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ:
მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო)
მცველები: გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი, საქართველო)
ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, თურქეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია)
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი)
ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს ნაკრებთა საფეხბურთო დაპირისპირება 14 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 დაიწყება. შეხვედრა გულშემატკივრის გარეშე ჩატარდება. სკოპიეს ტოდორ პროესკის სახელობის სტადიონიდან მატჩის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.