საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეცხრე შეხვედრა აზერბაიჯანის წინააღმდეგ გამართა. გორის თენგიზ ბურჯანაძეზე გამართული მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით - 1:0 დასრულდა. მატჩის ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს გავიდა, 42-ე წუთზე დარცმელია-ლაკვეხელიანის კომბინაცია შედეგიანი დარტყმით გიორგი გულიაშვილმა დაასრულა.
მეორე ნახევარში ვასილ მაისურაძის გუნდმა მეტოქის კართან რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი შექმნა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა. მოპოვებული გამარჯვებით საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა 12 ქულა დააგროვა და საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფში მესამე ადგილზე გადაინაცვლა.
საქართველო 1:0 აზერბაიჯანი
გორი, თენგიზ ბურჯანაძე
საქართველო: მამარდაშვილი, ბურჯანაძე, დარცმელია, გულიაშვილი, კობოური, კუცია, ლაკვეხელიანი, ლოჩოშვილი, სამურკასოვი, სილაგაძე, სპანდერაშვილი
სათადარიგო შემადგენლობა: კერესელიძე, ძებნიაური, ზარიძე
მთავარი მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე
აზერბაიჯანი: იბრაჰიმოვი, აბდულზადე, რ. აჰმადოვი, ს. აჰმადოვი, ეკინჯიერი, ჰუსეინლი, კაპლანი, კოკჯუ, ოკსუზი, თამაზოვი, ვალიზადა
სათადარიგო შემადგენლობა: მეჰბალიევი, ჯელიკი, მურადოვი, სეილიღლი
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ კოზული
მსაჯები: ძმიტრი ძმიტრიეუ, დენის ემელიანჩიკოვი, ანტონ იგნატიუკი, დენის შერბაკოვი
გაფრთხილება: 6' კუცია, 13' სამურკასოვი, 30' ლოჩოშვილი, 36', 77' ვალიზადა, 38' აჰმადოვი, 84' დარცმელია, 90+1' მექვაბიშვილი, 90+4' კუხიანიძე
გოლი: 1:0 გულიაშვილი (42)
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით, მეათე შეხვედრას 12 ნოემბერს საკუთარ მოედანზე სლოვაკეთის 21-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.