სიახლეები

სომხეთისა და საქართველოს მატჩს პოლონეთი უმასპინძლებს

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

უეფას გადაწყვეტილებით, 2020-2021 წლების სეზონის ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრა სომხეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის ნეიტრალურ სტადიონზე გაიმართება.

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილებით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, ორივე ქვეყნის ეროვნულ ნაკრებთა მატჩები ნეიტრალურ ლოკაციაზე გაიმართება. შესაბამისად, ერევნის ნაცვლად ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში სომხეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს პოლონეთის ქალაქ ტიხში დაუპირისპირდებიან. მატჩი 11 ოქტომბერს თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. 

უეფას ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრა სომხეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის გულშემატკივრის გარეშე გაიმართება.