2 ოქტომბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და TKT.ge-მ ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალური მატჩის, საქართველო - ბელარუსის ანულირებული ბილეთების თანხის დაბრუნების პროცესი დაიწყო.
გულშემატკივრებმა, რომლებმაც მატჩზე დასასწრები ბილეთები ონლაინ შეიძინეს თანხა ავტომატურ რეჟიმში TKT.ge-ს ანგარიშზე დაუბრუნდებათ. ფიზიკურად შეძენილი ბილეთების თანხის დასაბრუნებლად კი, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სპეციალური სალაროები 5 ოქტომბრიდან გაიხსნება.
სალაროების მუშაობის განრიგი:
5-12 ოქტომბერი, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი
სამუშაო საათები: 10:00-20:00
თანხის დაბრუნების მსურველმა გულშემატკივარმა სალაროში მატჩზე დასასწრები ბილეთები და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა უნდა წარადგინოს.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალური ეტაპის მატჩი, რომელიც 26 მარტს უნდა გამართულიყო, 8 ოქტომბერს ჩატარდება. შეხვედრას თბილისის "დინამო არენა" უმასპინძლებს და ის 20:00 საათზე დაიწყება.