სიახლეები

საქართველოს თასი | გუნდები ნახევარფინალისთვის დაწყვილდნენ

საქართველოს თასი
გაუზიარე

2 ოქტომბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. მასში მონაწილეობას კრისტალბეთ ეროვნული ლიგიდან და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-დან ორი-ორი გუნდი იღებდა.

წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ

დღევანდელ წილისყრაზე ასევე გაირკვა 2020 წლის დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალის პირობითი მასპინძელი. ფინალურ მატჩს მასპინძლის სტატუსით წყალტუბოს "სამგურალსა" და საჩხერის "ჩიხურას" წყვილში გამარჯვებული გუნდი ითამაშებს. 

დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრების გამართვის თარიღი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. გათამაშების დეტალური კალენდარი იხილეთ ბმულზე.

შეგახსენებთ, რომ შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები ერთმატჩიანი დაპირისპირებაში გამოვლინდებიან.