სიახლეები

საქართველოს თასი | ყველა ნახევარფინალისტი ცნობილია

საქართველოს თასი
გაუზიარე

27 სექტემბერს დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 2020 წლის გათამაშების მეოთხედფინალური ეტაპის დარჩენილი ორი მატჩი გაიმართა.

თბილისის "საბურთალომ" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლა. თასის მოქმედმა მფლობელმა მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. ანგარიში 65-ე წუთზე გაიხსნა, საბურთალოელთა კაპიტანმა გაგი მარგველაშვილმა "ტორპედოს" პენალტით გაუტანა. ქუთაისელთა კარში გატანილი მეორე გოლის ავტორი 79-ე წუთზე ოლივიე ბუმალი გახდა.

საინტერესო გამოდგა სფფ-ის ტექნიკური ცენტრის "ბასას" მოედანზე გამართული მატჩი, სადაც ერთმანეთს "გაგრა" და გორის "დილა" დაუპირისპირდნენ. შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო გატანილი გოლების გარეშე - 0:0 დასრულდა. პენალტების სერია კი უკეთ გაგრელებმა შეასრულეს და მეტოქე ანგარიშით - 5:3 დაამარცხეს.

დღევანდელი მატჩებით საქართველოს თასის 2020 წლის გათამაშებაში მეოთხედფინალური ეტაპის დასრულდა და ნახევარფინალის მონაწილე ოთხივე კლუბი ცნობილია. დავით ყიფიანის სახელობის თასისთვის ბრძოლას საჩხერის "ჩიხურა", წყალტუბოს "სამგურალი", თბილისის "საბურთალო" და "გაგრა" აგრძელებენ.

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასზე ​ჩატარებული და მომავალი მატჩების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

© ფოტო - საფეხბურთო კლუბი საბურთალო