26 სექტემბერს, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მეოთხედფინალური ეტაპის ორი შეხვედრა გაიმართა.
"სპაერის" სტადიონზე ლიგა 3-ის წარმომადგენელმა "თბილისი სიტიმ" ეროვნულ ლიგელ საჩხერის "ჩიხურას" უმასპინძლა. მატჩი იმერელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით - 5:2 დასრულდა. გამარჯვებულთა მხრიდან დუბლი კახა კახაბრიშვილმა შეასრულა, თითო გოლი კი, ბესო დეკანოიძემ, ლუკა კიკაბიძემ და დავით მუჯირმა გაიტანეს. "თბილისი სიტის" შემადგენლობიდან კი, მეტოქის კარის აღება ლევან ქალდანმა და გიორგი შუბითიძემ მოახერხეს.
სათამაშო დღის მეორე შეხვედრა წყალტუბოს 26 მაისის სტადიონზე გაიმართა. ადგილობრივმა "სამგურალმა" "თელავს" უმასპინძმა და მეტოქე ანგარიშით - 2:0 დაამარცხა. შეხვედრაში პირველი გოლი მე-10 წუთზე გავიდა, მეტოქის კარი გამოცდილმა ლუკა რაზმაძემ აიღო. რაზმაძეს 52-ე წუთზე დუბლის შესრულებაც შეეძლო, თუმცა მისი დარტყმული პენალტი ძელმა მოიგერია. საბოლოდ წყალტუბოელებმა მეორე გოლის გატანა მაინც მოახერხეს. 56-ე წუთზე "თელავს" დემურ ჩიხლაძემ გაუტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მეოთხედფინალური ეტაპის დარჩენილი ორი მატჩი 27 სექტემბერს გაიმართება. ჩატარებული და მომავალი მატჩების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
© ფოტო - საფეხბურთო კლუბი სამგურალი