სიახლეები

ქალთა ლიგის მე-3 ტურის გამოტოვებული მატჩი ხობში გაიმართა

ჩემპიონატის სიახლეები
გაუზიარე

ხობში ქალთა ლიგის მე-3 ტურის გამოტოვებული შეხვედრა გაიმართა. პაატა თათარაშვილის სახელობის სტადიონზე, ადგილობრივმა „კოლხეთმა“, „ნორჩ დინამოს“ უმასპინძლა.

ამ შეხვედრაში გოლები პირველ ტაიმში გავიდა და შესაბამისად, მატჩის ბედიც, შეხვედრის ამ მონაკვეთში გადაწყდა. ანგარიში მე-9 წუთზე მარიამ მოდრეკილაძემ გახსნა. 26-ე და 28-ე წუთებზე კი, თბილისელებმა კიდევ ორი ბურთის გატანა მოახერხეს. გოლები მარიამ ჯანიკაშვილისა და ეკატერინე ხარაიშვილის ანგარიშზეა. ამავე ტაიმში, მასპინძლებმა ანა წულაიას შედეგიანი დარტყმით ერთი გოლის გაქვითვა მოახერხეს.

დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა. შესაბამისად, „ნორჩმა დინამომ“, გასვლაზე 3-1 გაიმარჯვა და სატურნირო ცხრილში მე-5 საფეხურზე აღზევდა.

შეგახსენებთ, რომ ქალთა ლიგის 2020 წლის სეზონის 5 ტურის შემდეგ 15-15 ქულით თბილისის „ნიკე“ და ქუთაისის „მართვე“ ლიდერობენ.

ქალთა ლიგის მომდევნო ტურის მატჩები 12 სექტემბერს გაიმართება.

სატურნირო ცხრილი და თამაშების კალენდარი იხილეთ ბმულზე.

ხობის კოლხეთი - ნორჩი დინამო 1-3 (1-3)

ხობი, პ. თათარაშვილის სახელობის სტადიონი

კოლხეთი: ანი ლომსაძე, მარიამ გაგუა (71’), მარიამ გოროზია, მანონი საღარაძე, ლანა ჯიქია (29’), ლიკა ქობალავა, ანა წულაია, ნატა კვირკვაია, თათია ჟიშქარიანი, სალომე თოდუა, მარი ჯანჯარია

შეცვლა: 29’ თამარ სვანიძე, 71’ მაკრინე ლომაია

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ლატარია

ნორჩი დინამო:  მარინა გასუმოვი, სალომე ანთაძე, მარიამ ჯანიკაშვილი (90’), ელენე კახნიაშვილი, ანი მინაძე, ანა მოზაიძე, ნინო ჯგუშია (90’), გვანცა პაპასქირი (46’), მარი მოდრეკილაძე (82’), ნადეჟდა ნაკვეთაური, ეკატერინე ხარაიშვილი (71’)

შეცვლა: 46’ მარი ბეგიაშვილი,  71’ ჟუჟუნა ხმელიძე, 82’ ანი კვიცარიძე, 90’- ანა პავლიაშვილი, ლიკა მანუჩარაშვილი

მთავარი მწვრთნელი: ლავრენტი დავითაშვილი

გოლები: 9’ მოდრეკილაძე, 26’ ჯანიკაშვილი, 28’ ხარაიშვილი, 32’ წულაია

გაფრთხილება: 45’ ანთაძე, 45+2’ მინაძე, 56’ მოზაიძე, 90+2’ კვიცარიძე

მსაჯები: ალიკა მესხი, თენგო ჯგერენაია, მურად გოგიშვილი