სიახლეები

U21 | ლიხტენშტაინი 0:2 საქართველო

ნაკრები U21
გაუზიარე

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე მატჩი სტუმრად ლიხტენშტაინის წინააღმდეგ გამართა. შეხვედრა ჩვენი გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით - 2:0 დასრულდა.

​ანგარიში მე-20 წუთზე ნუგზარ სპანდერაშვილმა გახსნა. 35-ე წუთზე კი, მეტოქის კარი დავით სამურკასოვმა აიღო და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. პირველი ტაიმისთვის კომპენსირებულ დროში მსაჯმა მოედნიდან საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი გააძევა. ვასილ მაისურაძის გუნდმა უპირატესობის შენარჩუნება შეძლო და სამი ქულა მოიპოვა.

7 შეხვედრის შემდეგ, 9 ქულით საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფში მესამე ადგილზეა.

​ლიხტენშტაინი 0:2 საქართველო

სპორტპარკი, ესხენი

​ლიხტენშტაინი: მამარდაშვილი, ასათიანი (47' ბურჯანაძე), ანდრონიკაშვილი, სამურკასოვი (62' გულიაშვილი), ქავთარაძე (45+3' სანიკიძე), დარცმელია, სპანდერაშვილი (47' ბუღრიძე), კუცია, ჯინჯოლავა, აზაროვი, მექვაბიშვილი (87' ძებნიაური)

​სათადარიგო შემადგენლობა: კაპანაძე, ქაფიანიძე, არდაზიშვილი, კუხიანიძე

​მთავარი მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე

​ლიხტენშტაინი: მაიერი, სპირიგი, გრაბერი, მარტინ მარქსერი, გრუნენფელდერი, ლუჩინგერი, ცაგლარი (83' სიმენი), ნეცერი (70' მარკო მარქსერი), გასნერი (70' უნტერაინერი), მეიერი, ბეკი (47' გრაბერი)

სათადარიგო შემადგენლობა: ვანონი, ბუხელი, ჰილტი, მიკუსი, შრებერი

მთავარი მწვრთელი: დანიელ სერინგი

​მსაჯები: დრაგომირ დრაგანოვი (ბულგარეთი), გეორგი დოინოვი (ბულგარეთი), პეტარ ველიზაროვი (ბულგარეთი), სტანისლავ ტოდოროვი (ბულგარეთი)

​გაფრთხილება: 18' სპირიგი, 44' გრუნეფელდერი, 62' კუცია, 77' მარკო მარქსერი

გაძევება: 45+1' მამარდაშვილი, 89' გრაბერი

​გოლები: 0:1 სპანდერაშვილი (20), 0:2 სამურკასოვი (35)

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო შეხვედრას 9 ოქტომბერს შვეიცარიის წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე გამართავს.