7 სექტემბერს, უეფას ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩები გაიმართება. ალმატიში ყაზახეთის ეროვნული ნაკრები ბელარუსს უმასპინძლებს. აღნიშნულ შეხვედრას ქართველი მსაჯები მოემსახურებიან. მატჩის მთავარი არბიტრი, გიორგი ყრუაშვილი იქნება, მას ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია გაუწევენ, მეოთხე მსაჯი კი, გიორგი ვადაჭკორიაა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი 2019 წელს, ფიფას სამსაჯო კლასიფიკაციაში დაწინაურდა. ქართველი მსაჯი ფიფას მეორე კატეგორიის არბიტრებს შეუერთდა. ქართული ფეხბურთის ისტორიაში გიორგი ყრუაშვილი მეორე არბიტრია ლევან ფანიაშვილის შემდეგ, რომელმაც ფიფას სამსაჯო კლასიფიკაციაში აღნიშნულ დონეს მიაღწია.