სიახლეები

ესტონეთი 0:1 საქართველო

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მეორე გათამაშება გამარჯვებით დაიწყო. ტალინის ა ლე კოკ არენაზე ჩვენმა გუნდმა ესტონეთი ანგარიშით - 1:0 დაამარცხა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 32-ე წუთზე ნიკა კაჭარავას ანგარიშზეა. ეროვნული გუნდის თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიას გადაცემით ისარგებლა და ბურთი მეტოქის კარში თავური დარტყმით გადაგზავნა. გატანილი ​გოლის გარდა ჩვენს გუნდს რამდენიმე რეალური მომენტი ჰქონდა, თუმცა ანგარიში არ შეცვლილა და საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სეზონის პირველი მატჩი გამარჯვებით დაასრულა.

ესტონეთის წინააღმდეგ გამართული შეხვედრით საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რეკორდი დაამყარა. ვლადიმირ ვაისმა ეროვნული ნაკრებს ყველაზე მეტ - 41 შეხვედრაში უხელმძღვანელა. სლოვაკმა სპეციალისტმა თემურ ქეცბაიას შედეგი გააუმჯობესა, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში 40 მატჩი აქვს ჩატარებული. ​

ესტონეთი 0:1 საქართველო

​ესტონეთი: ჰენი, ტენისტე, ტამი, მეცი, იარველაიდი, ტუნიოვი (71' ლივაკი), კაიტი, კრეიდა, ოიამა, ვასილიევი (86' აინსალუ), ზენიოვი (71' ანიერი)

​სათადარიგო შემადგენლობა: კოტენკო, პეხტერი, კუუსკი, ანტონოვი, სინიავსკი, საპინენი, როოსნუპი, კალასტე, ბარანოვი

მთავარი მწვრთნელი: კარელ ვოლადი

​საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვერკველია, ხოჭოლავა, ჯიღაური, კანკავა, კვეკვესკირი, კვარაცხელია (90+2' აბურჯანია), ჩაკვეტაძე (78' ქვილითაია), ოქრიაშვილი, კაჭარავა (68' ლობჟანიძე)

სათადარიგო შემადგენლობა: მაკარიძე, კუპატაძე, დაუშვილი, გრიგალავა, მალი, კობოური, შენგელია, კობახიძე, დავითაშვილი

​მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

​მსაჯები: დონატას რუმშასი (ლიეტუვა), ალეკსანდრ რადიუსი (ლიეტუვა), დოვიდას სუჟიედელისი (ლიეტუვა), მანფრედას ლუკიანცუკასი (ლიეტუვა)

გაფრთხილება: 29' ზენიოვი, 51' მეცი, 52' კაჭარავა, 53' ოიამა, 90+4' კანკავა

​გოლი: 0:1 კაჭარავა (32)

ესტონეთთან გამართული შეხვედრა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა შეაფასა:

? ვლადიმირ ვაისი: "ბედნიერი ვარ, რადგან ჯგუფის პირველ შეხვედრაში სამი ქულა მოვიპოვეთ. მატჩის დაწყებამდე ცოტას ვნერვიულობდი, რადგან ჩვენს ზოგიერთ მოთამაშეს კლუბებში არასტაბილური სათამაშო პრაქტიკა ქონდათ. ესტონეთს კი კარგი და ფიზიკურად ძლიერი გუნდი ჰყავს. ასეთ დროს ეს ფაქტორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სამი ქულა დამსახურებულად მოვიპოვეთ, რადგან უკეთესი გუნდი ვიყავით. 3-4 კარგი საგოლე მომენტი შევქმენით.

კაჭარავას გამო ძალიან გახარებული ვარ. დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ მას სასტარტო შემადგენლობაში შანსი მივეცით, რადგან ის კლუბშიც და შეკრების პერიოდშიც ეროვნულ გუნდში ძალიან ბევრს შრომობდა.

ხვიჩა კვარაცხელია დიდი ტალანტია. ქართულ ფეხბურთს ისტორიულად დიდი მოთამაშეები ჰყავდა. მომავალში ხვიჩაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. იმედი მაქვს, რომ დიდი ფეხბურთელი გახდება.

საერთო ჯამში, კმაყოფილი ვარ მთლიანად გუნდის თამაშით. პირველი მატჩი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია და იმედი მაქვს, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის წინაღმდეგ საშინაო შეხვედრაშიც კარგად ვიასპარეზებთ.

ერთა ლიგის C დივიზიონის მეორე ჯგუფში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. სკოპიეში ერთმანეთს ჩრდილოეთ მაკედონია და სომხეთი დაუპირისპირდნენ. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით ანგარიშით - 2:1 დასრულდა. 

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩის გასამართად თბილისში ჩარტერული რეისით დაბრუნდება და მზადებას ადგილზე განაგრძობს. საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება დინამო არენაზე 8 სექტემბერს 20:00 საათზე გაიმართება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. შეგახსენებთ, რომ უეფას გადაწყვეტილებით, სექტემბერში დაგეგმილი ეროვნულ ნაკრებთა მატჩები მაყურებლის გარეშე ჩატარდება.