სიახლეები

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესტონეთში გამგზავრებამდე ბოლო ვარჯიში გამართა

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ტალინში გამგზავრებამდე თბილისში ბოლო ვარჯიში გამართა. ვლადიმირ ვაისის გუნდი ესტონეთში 23 ფეხბურთელის შემადგენლობით გაემგზავრება. წლის სადებიუტო შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა. ტრავმის გამო ესტონეთთან მატჩს ვაკო გვილია გამოტოვებს. ვარშავის ლეგიას ქართველი ლეგიონერი შესაძლოა ნაკრებს უეფას ერთა ლიგის მეორე შეხვედრაში  შეუერთდეს. მკურნალობის პროცესს ვაკო გვილია თბილისში გააგრძელებს და ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ დაგეგმილი მატჩისთვის მოემზადება.

გიორგი კუცია საფრანგეთის წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის 21-წლამდე ნაკრებს შეუერთდება

20 წლის გიორგი კუცია,რომელიც მთელი კვირის განმავლობაში ეროვნულ ნაკრებთან ერთად საწვრთნელ შეკრებაზე პირველად იმყოფებოდა, ხვალიდან საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს შეუერთდება. გიორგი კუცია, ასაკობრივი ნაკრების პრინციპულ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას,რომელსაც ახალგაზრდა ფეხბურთელები გორში, ფრანგ თანატოლებთან გამართავენ. 
ვლადიმირ ვაისის გუნდი ესტონეთის დედაქალაქში, თბილისიდან ჩარტერული რეისით 4 სექტემბერს დილით გაემგზავრება.

4 სექტემბრის განრიგი, ტალინი, ა ლე კოქ არენა:

20:30 (თბილისის დროით) - ვლადიმირ ვაისის პრესკონფერენცია
21:00 (თბილისის დროით) - საქართველოს ნაკრების ვარჯიში

საქართველოს ნაკრების 23-კაციანი შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი),სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი), დავით კობოური (დინამო, თბილისი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)

ესტონეთის წინააღდეგ გასამართი შეხვედრისა და მოსამზადებელი ეტაპის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ზურიკო დავითაშვილმა ისაუბრა:

ზურიკო დავითაშვილი: "ნაკრებში თამაში ყოველთვის განსაკუთრებული ემოციაა."

? ზურიკო დავითაშვილი: "ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი დაგვაკლდება, მაგრამ სამი ქულის მოლოდინი გვაქვს პირველივე თამაშში. დიდი ხანია არ შევკრებილვართ, ნაკრებში თამაში ყოველთვის განსაკუთრებული ემოციაა. რაც შეეხება მოსამზადებელ ეტაპს, ძალიან კარგი ვარჯიშები ჩავატარეთ და მზად ვართ თამაშისთვის. სამწუხაროა, რომ ამ ეტაპზე სტადიონზე გულშემატკივარი არ დაიშვება, მაგრამ დარწმუნებული ვარ მათ გახარებას მაინც მოვახერხებთ."

ესტონეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან დაპირისპირება ტალანის ა ლე კოქ არენაზე 5 სექტემბერს თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. 

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშების მეორე ტურში "დინამო არენაზე" ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს. აღნიშნულ მატჩზე აკრედიტაციის მსურველმა მედია ორგანიზაციებმა გთხოვთ ისარგებლოთ ბმულით.