8 სექტემბერს, თბილისში დინამო არენაზე უეფას ერთა ლიგის გათამაშების მეორე ტურის შეხვედრა საქართველოს ეროვნულ ნაკრებსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის შედგება. როგორც თქვენთვის ცნობილია, უეფას გადაწყვეტილებით, სექტემბრის სანაკრებო მატჩები მთელი ევროპის მასშტაბით მაყურებლის გარეშე გაიმართება.
მედიის წარმომადგენელთათვის უეფას მიერ შემუშავებული რეგულაციების თანახმად, გარკვეული შეზღუდვები იმოქმედებს. მატჩზე მედიის წარმომადგენელთა შეზღუდული რაოდენობა დაიშვება, რადგან იმოქმედებს დისტანციის დაცვის წესი როგორც მედია ტრიბუნაზე, ისე საპრესკონფერენციო დარბაზში. უეფას გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე გაუქმებულია ეგრეთწოდებული შერეული ზონა (Mixed Zone), სადაც მატჩის შემდეგ ფეხბურთელებთან ინტერვიუების ჩაწერა ხდებოდა. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თითოეული მედია ორგანიზაციიდან მინიმალური რაოდენობის აკრედიტაციის მოთხოვნის შემთხვევაში, თქვენი სურვილი მაქსიმალურად გათვალისწინებული იქნება. სექტემბრის თვეში აღნიშნული შეზღუდვები უეფას წევრ ყველა ქვეყანაში ვრცელდება.
აკრედიტაციის მოთხოვნა ახალგაზრდულ უეფას ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩზე - საქართველო | ჩრდილოეთ მაკედონია შესაძლებელია 4 სექტემბრის ჩათვლით. მატჩის აკრედიტაციის მიღების მსურველმა მედია ორგანიზაციებმა ისარგებლეთ შემდეგი ბმულით.
შენიშვნა: ფაილის ასატვირთ ველში, განათავსეთ თქვენი ორგანიზაციის ოფიციალური წერილი აკრედიტაციის მოთხოვნის შესახებ.
ინფორმაციას აკრედიტირების შესახებ ეროვნული ნაკრების თამაშთან დაკავშირებით მიიღებთ 6 სექტემბერს.
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაუკავშირდით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურს.