სიახლეები

ნიკე და მართვე გათამაშებას წაუგებლად ლიდერობენ

ჩემპიონატის სიახლეები
გაუზიარე

29 და 30 აგვისტოს საქართველოს ქალთა ლიგის გათამაშების მეოთხე ტურის მატჩები გაიმართა.

ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა „ლანჩხუთმა“, მუხრანის ცენტრალურ სტადიონზე, მარტივად მოახერხა გათამაშების დებიუტანტის „მცხეთის“ დიდი ანგარიშით 0-16 დამარცხება. ლანჩხუთელთაგან, ყველაზე მეტი, 4 გოლი, ირინა ხაბურზანიამ გაიტანა, 3-3 ბურთი ნათელა წოწერიას და მარიამ რომანჩუკის ანგარიშზეა. ამ გამარჯვების მიუხედავად, „ლანჩხუთი“ სატურნირო ცხრილში, 10 ქულით ჯერჯერობით მესამე ადგილზეა.

ჩემპიონატს კი, 12-12 ქულით, 4 ტურის შემდეგ, ქვეყნის სხვადასხვა დროის ჩემპიონატების გამარჯვებულები „ნიკე“ და „მართვე“ ლიდერობენ.

„მართვემ“, დაძაბულ ბრძოლაში, მინიმალური ანგარიშით 2-1 დაამარცა გათამაშების დებიუტანტი, თუმცა, გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული „კვარტალი“. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის არბიტრს 5 ყვითელი და ერთი წითელი ბარათის ჩვენება მოუხდა. ანგარიში, ხონის იპოლიტე ხვიჩიას სახელობის სტადიონზე, მე-7 წუთზე მასპინძლებმა გახსნეს. გოლი თამთა შენგელიამ გაიტანა, თუმცა, 20 წუთში მეგი ეჯიბიამ, გათანაბრება შეძლო და პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა. საბოლოო შედეგი 89-ე წუთზე დაფიქსირდა, თბილისელთა კარში, გადამწყვეტი გოლი, ქუთაისელთა ამერიკელმა ლეგიონერმა ლაურა ლებერმა გაიტანა და „მართვეს“ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.

არ გასჭირვებია 3 ქულის აღება „ნიკეს“. თბილისელებმა, „გორი იუნაიტედი“ 5-0 დაამარცხეს. თუმცა, პირველ ტაიმში, მხოლოდ ერთი გოლის გატანა შეძლეს. მე-19 წუთზე სტანდარტულის შემდეგ, გორელთა კარში, გოლი ეროვნული ნაკრების გამოცდილმა მცველმა, თამარ ტატუაშვილმა გაიტანა. მეორე ნახევარში კი, ასევე ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა, თეონა ბაქრაძემ დუბლი, ლელა ჭიჭინაძემ და ანია პოღოსიანმა კი, თითო-თითო გოლის გატანა მოახერხეს.

ხობის „კოლხეთმა“ 0-11 მოუგო „თუშეთს“ და ახლა, ხობელები, სატურნირო ცხრილში, 6 ქულით, მე-5 ადგილზე არიან და მხოლოდ, ერთი ქულით უსწრებენ „ნორჩ დინამოს“. ოთხი გოლი გაიტანა ხობელთა ნატა კვირკაიამ.

აღსანიშნავია, რომ „კოლხეთისა“ და „ნორჩი დინამოს“ მე-3 ტურის მატჩი, უამინდობის გამო გადაიდო. შესაბამისად, 9 სექტემბერს, როდესაც გამოტოვებული მატჩია ჩანიშნული, შესაძლოა, სატურნირო ცხრილშიც მოხდეს ცვლილება. ამ ტურში კი, „ნორჩმა დინამომ“, სამეგრელოს მეორე გუნდს, ჩხოროწყუს „სამეგრელოს“ 12-0 მოიგო. ნორჩთაგან დუბლი ორმა ფეხბურთელმა შეასრულა - ელენე კახნიაშვილმა, ჟუჟუნა ხმელიძემ, სამი გოლი კი მარიამ მოდრეკილაძის ანგარიშზეა. ამ ტურში კიდევ ერთი „პოკერი“ ნადეჟდა ნაკვეთაურის ანგარიშზეა.

გასულ წელთან შედარებით, ახალციხის „ზარზმა“ უფრო თავდაჯერებულად თამაშობს. ხაშურის „ივერიის“ წინააღმდეგ, მარიამ ოთანაძის და ანი კვახაჯელიძის წყალობით, გუნდმა, მატჩის ბედი, პირველივე ტაიმში გადაწყვიტა და პირველი გამარჯვება მოიპოვა, ანგარიშით 2-1. 

მეოთხე ტურში, ერთადერთ მატჩში დაფიქსირდა ფრე. 1-1, ასეთი ანგარიშით ბათუმში, ადგილობრივი გუნდი, მეორე შავიზღვისპირა ქალაქის გუნდს, სოხუმის „დინამოს“ დაუზავდა. აღსანიშნავია, რომ ბათუმელებმა, ამ სეზონში პირველი ქულები დაკარგეს.

ქალთა ლიგის 2020 წლის გათამაშების მორიგი, მე-5 ტური, 5 სექტემბერს გაიმართება.

მცხეთა - ლანჩხუთი   0-16 (11-0)

მუხრანის ცენტრალური სტადიონი, 29 აგვისტო, 17:00

მცხეთა: თამარ გურგენიძე (46’), ნანი ილურიძე, მარიამ ხიზანიშვილი, ანი ალავერდაშვილი, ქეთევან ჟამუტაშვილი (46’), სალომე ბანცური, მერიემ ოზდემირი (35’), თეონა გიგინეიშვილი, ელენე ახალკაცი (46’), ნათია გოჩიაშვილი (46’), ანა მიდელაშვილი (70’)

შეცვლა: 35’თათია ნადირაშვილი, 46’ - ნუნუ შერაზადაშვილი, მარიამ ეგიაშვილი, მარიამ მერაბიშვილი, ანი ტაბრუკიშვილი,  70’ თამარ კანდელაკი),

მთავარი მწვრთნელი: გოგი მიქელაძე

ლანჩხუთი: თათია გაბუნია (46’), მარიამი კალანდაძე, ნინო გუჯაბიძე (46’), ნინო ჩხარტიშვილი, ია ალელიშვილი, მარიამი დანელია (84’), თეონა თოდაძე, ირინა ხაბურზანია (46’), სალომე გასვიანი(46’), ნათელა წოწერია (46’), მარიამი რომანჩუკი (46’)

შეცვლა: 46’ –  ლანა მჟავია, თამრიკო სალუქვაძე, ქეთევან ხრიკაძე, მარიამ გოგეშვილი, ანა გობრონიძე, მარინე კახიძე, 84’სალომი დიმოპულუ,   

მთავარი: მწვრთნელი: გიორგი ჩხაიძე

გოლები: 3’/40’/45’ წოწერია, 5’/13’/26’/29’ ხაბურზანია, 8’/12’/31’ რომანჩუკი, 37’თოდაძე, 51’ გობრონიძე, 73’ სალუქვაძე, 76’ კალანდაძე, 81’ კახიძე, 88’ (ს.კ.)მერაბიშვილი

მსაჯები: გიორგი სამხარაძე, დავით გოგოხია, დათო გუჩუა

***

მართვე - კვარტალი 2-1 (1-1)

ქუთაისის ტორპედოს საწვრთნელი ბაზა, 29 აგვისტო, 17:00

მართვე: ვარდო ცაგურია, მარიამ ჟორჟოლიანი, ლაურა ლებერი, ნატა სამხარაძე (10’), მარიამ შონია, თეონა სტურუა, ქეთევან ცაავა, თამთა შენგელია, ლანა გორგაძე, ანა სინატაშვილი (81’), ლიზი კანდელაკიშვილი (70’)

შეცვლა: 10’ მარიამ ხარგელია, 70’ ანა ჯანელიძე, 81’ ეკატერინე ჩირგაძე

მთავარი მწვრთნელი: პაატა დოგრაშვილი

კვარტალი: ინგა გასიევა, ნანიკო ხვედელიძე (78’), მარიამ ბასილაძე (72’), ანასტასია ბოლქვაძე, ნათია დანელია, მეგი ეჯიბია, ანა ჯოჯუა, გვანცა ქადაგიშვილი, ნინო პასიკაშვილი, ამალია ხანდაზიანი (83’), ანი ძაძუა

შეცვლა: 72’მარი ფეროიანი, 78’ ელენე ჩიქოვანი, 83’ ნინო სუთიძე

მთავარი მწვრთნელი: ლაშა მანწკავა

გოლები: 7’ შენგელია, 29’ ეჯიბია, 89’ ლებერი

გაფრთხილება: 48’ ძაძუა, 62’ჟორჟოლიანი, 75’ შონია, 82’ გორგაძე, 86’ჯანელიძე

გაძევება: 90+3’ ქადაგიშვილი

მსაჯები: ალიკა მესხი, ვიკა სახურია, სოფიკო რიჟამაძე

***

ნიკე - გორი-იუნაიტედი 5-0 (1-0)

თბილისი, ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრი, 29 აგვისტო, 17:00

ნიკე: თამარ ნადირაშვილი, ანი აკობიძე, ტატიანა მატვეევა, ლელა ჭიჭინაძე, მაიკო ბებია, თეონა ბაქრაძე, ნათია სხირტლაძე (88’), ანა პოღოსიანი, ნია წიკლაური, ნინო აბულაძე (58’), თამარ ტატუაშვილი

შეცვლა: 58’ მარიამ მაღლაკელიძე, 88’ მაია ხუციშვილი

მთავარი მწვრთნელი: ტატიანა მატვეევა

გორი იუნაიტედი:  სვეტლანა გაბელაია, იზოლდა ბეთლემიშვილი, მარიამ ბერაშვილი, მაია ნასყიდაშვილი, თამარ ბუდედაშვილი, მარიამ კილასონიძე (80’), ეთერ სულაშვილი (82’), ნინო ფერაძე, ნინო ჯანეზაშვილი, სალომე ხუბულური, თამარ ეპიტაშვილი

შეცვლა: 80’ თაკო წიქარიძე, 82’ რუსუდან მანაგაძე

მთავარი მწვრთნელი: გიორგი მურადაშვილი

გოლი: 19’ტატუაშვილი, 59’/84’ ბაქრაძე, 78’ პოღოსიანი, 82’ ჭიჭინაძე

მსაჯები: თემურ დადაჰავა, ალეკო ცეცხლაძე, გიგლა ჭეიშვილი

***

თუშეთი - ხობის კოლხეთი 0-11 (0-4)

ახმეტა, სტადიონი „ბახტრიონი“ , 29 აგვისტო, 17:00

თუშეთი: დიანა ბაქრაძე, ლიკა ცუხურკაიძე, ევა მანჯარაული, სალომე იუკურიძე, ანი პაატაშვილი, მარიამ ცისკარიშვილი, სოფო თილიძე, სალომე არაბული, თამარ ყიზილაშვილი, სოფო აივაზაშვილი, ნონო ნათელაური

მთავარი მწვრთნელი: მერაბი ბულკაშვილი

კოლხეთი: ანი ლომსაძე (50’), მარიამ გაგუა (48’), თამარ სვანიძე (50’), მანონი საღარაძე, ლანა ჯიქია (48’), სალომე თოდუა, ანა წულაია, ნატა კვირკვაია, თათია ჟიშქარიანი, მარიამ გოროზია, მარი ჯანჯარია

შეცვლა: 48’ მანანა ვაშაკიძე, ლიკა ქობალავა 50; მაჭარაშილი, მაკრინე ლომაია

მთავარი მწვრთნელი: მანუჩარ ლატარია

გოლები: 5’ გოროზია, 8’ წულაია, 27’/38’/48’/89’ კვირკვაია, 46’ ჯანჯარია, 53’/70 თოდუა, 61’ საღარაძე, 76’ ლომაია

გაფრთხილება: 35’ ცისკარიშვილი

მსაჯები: დავით ბუთიაშვილი, ირაკლი გიკაშვილი, გიორგი ლანჩავაშვილი

***

ივერია - ზარზმა 1-2 (0-2)

ხაშური, სტადიონი „ცხრამუხა“, 29 აგვისტო, 17:00

ივერია: თინიკო ელისაშვილი, მედეა ძამანაშვილი, ნინო ავეტისოვი, ნატო მაზიაშვილი,  ლალი გორგაძე, მარი დოიჯაშვილი, ელენე ენჯიბაძე, ნინო ბუხრიკიძე, ირმა ლომიძე, მარიამ გულაშვილი, სალომე გამრეკელი

მთავარი მწვრთნელი: თემურ კობერიძე

ზარზმა:  ეკა თაბაგარი,  თინათინ ბლუაშვილი, ნათია კურტანიძე, ნინო ზუმბაძე, ანა ბებნაძე, სალომე ლაგვილავა (66’), ნილა ბლუაშვილი, ანი კვახაჯელიძე, ანუკი ივანიძე (85’), როზა ოთინაძე, თამარ მოდებაძე

შეცვლა: 66’ მარიამ გრიგალაშვილი 85’ სოფო დევნოსაძე

მთავარი მწვრთნელი: ნანა მაისურაძე

გოლები: 30’ ოთანაძე, 43 კვახაჯელიძე, 77’ ბუხრიკიძე

მსაჯები: გურამ მაჩიტაძე, სანდრო ნონიკაშვილი, რევაზ ჩაჩუა

***

ბათუმი - დინამო სოხუმი 1-1

ბათუმი, სტადიონი „ბაკური“, 29 აგვისტო, 17:00

ბათუმი: ვერონიკა გაროჟანკინა, ლინდა ანთაძე, დარინა ანთაძე, თამრიკო ყურაშვილი, ლიკა აბაშიძე, ანა ხავთასი, ლიზი დიასამიძე, მარიამ ართმელაძე, გვანცა დოლიძე, ნინი ბერიძე (46’), დარინა სელიმბა

შეცვლა: 46’ ნათია თავართქილაძე

მთავარი მწვრთნელი: ნიკო ბარამიძე

დინამო: მარიამ როსტიაშვილი, ელენე ელოშვილი, თამარ ახობაძე, ლანა ქარდავა, სოფო ოსიაშვილი, ანა კულდონაშვილი, ნატო კევლიშვილი, ნინო ჩანგელია, მედეა მუმლაძე (26’), ელენე გაზდელიანი (66’), თამრიკო კვალიაშვილი

შეცვლა: 26’ (66’) ანა კოშაძე, 66’ ლიზი გომელაური ,ნინო კურტანიძე

მთავარი მწვრთნელი:  დავით თაქთაქიშვილი

გოლები: 25’ ხავთასი, 73’ კულდონაშვილი

გაფრთხილება: 84’ კევლიშვილი

მსაჯები: ხვიჩა მესხი, თედო ჯგერენაია, აკაკი ღელეყვა

***

ნორჩი დინამო - სამეგრელო 12-0 (7-0)

თბილისი, შრომით რეზერვების სტადიონი, 30 აგვისტო, 15:30

ნორჩი დინამო: მარინე გასუმოვი, ნინო გურიელიძე, ანა მოზაიძე, გვანცა პაპასკირი, ანი მინაძე, ელენე კახნიაშვილი (72’), ანი კვიცარიძე (67’), ნადეჟდა ნაკვეთაური, მარი ბეგიაშვილი (39’), ჟუჟუნა ხმელიძე (67’), მარიამ მოდრეკელიძე (72’)

შეცვლა: 39’ ნინო ჯგუშია, 67’- ეკატერინე ხარაიშვილი, სალომე ანთაძე, 72’- ანა პავლიაშვილი,  ლიკა მანუჩარიშვილი

მთავარი მწვრთნელი: ლავრენტი დავითაშილი

სამეგრელო:  ლიკა მარკოიძე, ანი ქებურია, ქეთევან ქოქოლაძე, ელვინა მანჯგალაძე, მეგი ჯალაღონია, გვანცა ძოწენიძე, მეგი ქარდავა, გვანცა ქუხილავა, სოფო კვარაცხელია, ლიზი ცაავა, ილონა შენგელია

მთავარი მწვრთნელი: პროკოფი ჯალაღონია

გოლები: 2’/42’/44’/80’ ნაკვეთაური, 14’/69’ კახნიაშვილი, 22’/46’/50’ მოდრეკილაძე, 41’/45’ ხმელიძე, 83’ პავლიაშვილი

მსაჯები: ხათუნა მაისურაძე, ქეთევან გაიპარაშვილი, მზევინარ შარაშანიძე