4 სექტემბერს, გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ევრო 2021-ის ახალგაზრდულ ნაკრებთა საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა გაიმართება. საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მეტოქე საფრანგეთი იქნება. 8 სექტემბერს, თბილისში დინამო არენაზე უეფას ერთა ლიგის გათამაშების მეორე ტურის შეხვედრა საქართველოს ეროვნულ ნაკრებსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის შედგება. როგორც თქვენთვის ცნობილია, უეფას გადაწყვეტილებით, სექტემბრის სანაკრებო მატჩები მთელი ევროპის მასშტაბით მაყურებლის გარეშე გაიმართება.
მედიის წარმომადგენელთათვის კი უეფას მიერ შემუშავებული რეგულაციების თანახმად, გარკვეული შეზღუდვები იმოქმედებს. ორივე მატჩზე მედიის წარმომადგენელთა შეზღუდული რაოდენობა დაიშვება, რადგან იმოქმედებს დისტანციის დაცვის წესი როგორც მედია ტრიბუნაზე, ისე საპრესკონფერენციო დარბაზში. უეფას გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე გაუქმებულია ეგრეთწოდებული შერეული ზონა (Mixed Zone), სადაც მატჩის შემდეგ ფეხბურთელებთან ინტერვიუების ჩაწერა ხდებოდა. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თითოეული მედია ორგანიზაციიდან მინიმალური რაოდენობის აკრედიტაციის მოთხოვნის შემთხვევაში, თქვენი სურვილი მაქსიმალურად გათვალისწინებული იქნება. სექტემბრის თვეში აღნიშნული შეზღუდვები უეფას წევრ ყველა ქვეყანაში ვრცელდება.
აკრედიტაციის მოთხოვნა ახალგაზრდულ ნაკრებთა მატჩზე - საქართველო | საფრანგეთი შესაძლებელია 1 სექტემბრის ჩათვლით. აკრედიტაციის მოთხოვნა უეფას ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩზე - საქართველო | ჩრდილოეთ მაკედონია შესაძლებელია 4 სექტემბრის ჩათვლით. მატჩის აკრედიტაციის მიღების მსურველმა მედია ორგანიზაციებმა ისარგებლეთ შემდეგი ბმულით.
შენიშვნა: ფაილის ასატვირთ ველში, განათავსეთ თქვენი ორგანიზაციის ოფიციალური წერილი აკრედიტაციის მოთხოვნის შესახებ.
ინფორმაციას აკრედიტირების შესახებ 21 წლამდე ნაკრებთა მატჩზე მიიღებთ 2 სექტემბერს, ეროვნული ნაკრების თამაშთან დაკავშირებით კი 6 სექტემბერს.
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაუკავშირდით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურს.