სიახლეები

სფფ აკადემიის გუნდებმა საწვრთნელი შეკრება დაასრულეს

აკადემია
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რუსთავის აკადემიის, 15-წლამდე და 16-წლამდე გუნდებმა საწვრთნელი შეკრება რაჭაში გაიარეს. შეკრების პერიოდში, სფფ-ის აკადემიის გუნდებმა ქუთაისის ტორპედოს ასაკობრივ გუნდებთან ამხანაგური მატჩები გამართეს.

აკადემიის 16-წლამდე გუნდმა ტორპედოსთან შეხვედრა ფრედ - 1:1 დაასრულა, 15-წლამდე გუნდმა კი, დამაჯერებელი ანგარიშით - 6:1 მოიგო.

ტორპედოსთან გამართული ამხანაგური შეხვედრის შემდეგ, სფფ აკადემიის გუნდები ამხანაგურ მატჩში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. თამაში 15-წლამდე გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

რაჭის შეკრების შემდეგ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიის 15-წლამდე და 16-წლამდე გუნდები, ელიტ-ლიგის განახლებისთვის მზადებას რუსთავის ტექნიკურ ცენტრში აგრძელებენ.

ელიტ-ლიგის პირველ შეხვედრას აკადემიის 15-წლამდე და 16-წალმდე გუნდები 2 სექტემბერს თბილისის ლოკომოტივის ასაკობრივ გუნდებთან გამართავენ.

სფფ აკადემიის 16-წლამდე გუნდი