სიახლეები

უეფა მორიგ ვიდეო კონფერენციას გამართავს

სფფ
გაუზიარე

19 აგვისტოს, უეფა-ს მორიგი ვიდეო კონფერენცია გაიმართება, რომელშიც ევროპული მმართველი ორგანოს 55 წევრი ფედერაციის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

შეხვედრის მთავარი თემა უეფას ეგიდით გასამართი საკლუბო და სანაკრებო მატჩები იქნება, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბერშია დაგეგმილი. ვიდეო კონფერენციაში უეფას წევრი ფედერაციების გენერალური მდივნები ჩაერთვებიან. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ორგანიზაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი წარმოადგენს.