სიახლეები

მოყვარულთა თასის 2020 წლის სეზონი დაიწყო

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

14 აგვისტოს მოყვარულთა თასის 2020 წლის სეზონი განახლებული ფორმატით დაიწყო. თბილისის ლიგა 1 16 გუნდით დაკომპლექტდა და გათამაშება ერთ წრედ გაიმართება.

2020 წლის სეზონის პირველ შეხვედრაში ერთმანეთს "გრასრუტი" და "ირაო" დაუპირისპირდნენ. ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრი მოედანზე გამართული მატჩი "ირაოს" გამარჯვებით 5:1 დასრულდა. მოყვარულთა თასის პირველი ტურის სხვა მატჩები 15, 16 და 17 აგვისტოს ჩატარდება.

მოყვარულთა ლიგა 2-ში 32 გუნდი "ა" და "ბ" ჯგუფებში თანაბრად გადანაწილდება და მატჩები ამ შემთხვევაშიც ერთ წრედ გაიმართება. ჯგუფების გამარჯვებულები პირდაპირ მოიპოვებენ ლიგა 1-ის საგზურს, მესამე გუნდი კი, პლეი-ოფით გამოვლინდება.​ რაც შეეხება მოყვარულთა რეგიონულ ლიგას, ტურნირი მიმდინარე წლის სექტემბრიდან განახლდება და მთელი ქვეყნის მასშტაბით გუნდები 8 ლიგაში ტერიტორიული პრინციპით გადანაწილდებიან.

მოყვარულთა თასის გათამაშება საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით იმართება. აღნიშნული ტურნირის ეგიდით გამართული ყველა მატჩი Covid-19-ის პროტოკოლის სრული დაცვით გაიმართება.