საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, დავით პეტრიაშვილი არენაზე უეფას მწვრთნელთა განათლების B და A ლიცენზიების მფლობელი მწვრთნელებისთვის Refresh კურსი გაიმართა.
11-12 აგვისტოს დავით პეტრიაშვილი არენამ B ლიცენზიის მფლობელ მწვრთნელებს უმასპინძლა, 13-14 აგვისტოს კი, საგანმანათლებლო პროგრამაში A ლიცენზიის მფლობელები ჩაერთნენ. კურსის მონაწილე მწვრთნელებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დირექტორი ზაზა ზამთარაძე შეხვდა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
საბოლოო ჯამში Refresh კურსი 57-მა B ლიცენზიის მფლობელმა მწვრთნელმა და 29 A ლიცენზიის მფლობელმა გაიარა. მათ კუთვნილი ლიცენზია 2023 წლის 31 დეკემბრამდე გაიხანგძლივეს.
უეფას მწვრთნელთა განათლების B და A ლიცენზიების Refresh კურსები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თანადაფინანსებით გაიმართა.