სიახლეები

9 აგვისტოს საქართველო ქალთა ლიგა იწყება!

ჩემპიონატის სიახლეები
გაუზიარე

9 აგვისტოს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ქალთა ლიგის 2020 წლის სეზონი დაიწყება. ახალი სეზონიდან ქალთა ლიგაში მონაწილეობას 14 გუნდი მიიღებს. ტურნირს 4 დებიუტანტი ჰყავს, "მცხეთა", "თუშეთი", "კვარტალი" და "დინამო სოხუმი" ქალთა ლიგაში პირველად იასპარეზებენ.

დებიუტანტების გარდა ქალთა ლიგის 2020 წლის სეზონში მონაწილეობას "ლანჩხუთი", "ნიკე", "ნორჩი დინამო", "მართვე", "კოლხეთი ხობი", "გორი იუნაიტედი", "ივერია", "სამეგრელო", "ბათუმი" და "ზარზმა" მიიღებენ. 

​საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ქალთა ლიგა ერთ წრედ გაიმართება. მატჩები მიმდინარე წლის 9 აგვისტოდან 14 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება.

​საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ქალთა ლიგის პირველი ტურის კალენდარი:

9 აგვისტო

ბათუმი 17:30 მცხეთა
ზარზმა 17:30 მართვე
​გორი იუნაიტედი 17:30 ნორჩი დინამო
ივერია 17:30 ნიკე
კოლხეთი ხობი 17:30 სამეგრელო
​კვარტალი 19:00 ლანჩხუთი

10 აგვისტო

დინამო სოხუმი 19:00 თუშეთი

2020 წლის სეზონის კალენდარი იხილეთ ბმულზე.

​შეგახსენებთ, რომ 2019 წლის სეზონის ქალთა ლიგის გამარჯვებული ქალთა საფეხბურთო კლუბი "ლანჩხუთი" გახდა. ლანჩხუთელები 2020-2021 წლების სეზონზე უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს სახელით იასპარეზებენ.