სიახლეები

დავით კვირკველია სფფ-ის აკადემიაში იმუშავებს

აკადემია
გაუზიარე

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშე და ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი დავით კვირკველია სამწვრთნელო კარიერას სფფ აკადემიაში იწყებს. ეროვნული გუნდის ყოფილი მოთამაშე 15-წლამდე გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტად იმუშავებს.

​დავით კვირკველიამ აქტიური საფეხბურთო კარიერა 2019 წელს დაასრულა და უეფას მწვრთნელთა განათლების კურსების წარმატებით დასრულების შემდეგ 2020 წელს B ლიცენზიას დაეუფლა. ვეტერანი ფეხბურთელი საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას 2004 წლიდან იცავდა და ქვეყნის პირველი გუნდის მაისურით 58 მატჩი აქვს გამართული.