სიახლეები

სფფ-ის საფეხბურთო აკადემია შეკრებაზე მიემგზავრება

აკადემია
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რუსთავის აკადემია კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ აქტიურ საწვრთნელ პროცესს უბრუნდება. მოთამაშეები და გუნდების პერსონალი სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ 5 აგვისტოდან რუსთავის ტექნიკურ ცენტრში შეიკრიბნენ.

9 აგვისტოდან კი, სფფ აკადემიის 15-წლამდე და 16-წლამდე გუნდები საწვრთნელი შეკრებაზე რაჭაში გაემგზავრებიან. ამბროლაურში გასამართი ორკვირიანი შეკრების ფარგლებში 15 აგვისტოს აკადემიის გუნდები ქუთაისის ტორპედოს ასაკობრივ გუნდებს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდებიან.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რუსთავის აკადემიის 15-წლამდე გუნდი შეკრებაზე 21 ფეხბურთელით მიემგზავრება, 16-წლამდელთა მთავარმა მწვრთნელმა კი, უახლოესი შეკრებისთვის 23 მოთამაშე შეარჩია.

​სფფ აკადემია U15:

​მეკარეები: ალექსანდრე მირცხულავა, საბა შალიკაშვილი, გიორგი ბედიაშვილი
მცველები: გიორგი კაკულია, გიორგი მაღრაძე, ნიკოლოზ ჩიქოვანი, გიორგი კაპანაძე, კოკა ქანთარია, ლაშა სეფაშვილი
ნახევარმცველები: თენგო ალიბეგაშვილი, გელა სადღობელაშვილი, ლევან გიგაური, მიხეილ ზევაშვილი, ნიკოლოზ ყველაშვილი, ლუკა ფრიდონიშვილი, ნიკა გვიანიძე, დავით მიქაია, გიორგი ჩხეიძე, ჯემალ დეისაძე
თავდამსხმელები: გიგი გოგუა, დავით მიშველიძე

​მთავარი მწვრთნელი: ვასილ ქურიძე
მთავარი მწვრთნელის ასისტენტი: დავით კვირკველია
ფიზ. მომზადების მწრთნელი: ირაკლი ვაშაყმაძე

სფფ აკადემია U16:

მეკარეები: მიხელ მაქაცარია, ლუკა ჩახნაშვილი, გიორგი ლომაია
მცველები: გიორგი პირტახია, რომა მორჩილაძე, ნიკა გრიგალაშვილი, ზვიად მაზაშვილი, ზვიად ხაბურძანია, ბექა რურუა, თემო გოგნაძე
​ნახევარმცველები: ნიკა მეკოშკიშვილი, ჭაბუკი ლაბაძე, ბექა ხიმშიაშვილი, გუგა ფუტკარაძე, თემო ნოზაძე, ლუკა ჭელიშვილი, საბა სიორდია, გიორგი გოჩიაშვილი, ლუკა წულუკიძე, თორნიკე ჯიბუტი
​თავდამსხმელები: დიმა ღურწკაია, საბა ფაილოძე, ლუკა კობაიძე

​მთავარი მწვრთნელი: შოთა კუცია
მთავარი მწვრთნელის ასისტენტი: თენგიზ სიჭინავა
ფიზ. მომზადების მწრთნელი: აკაკი წყაროზია